13:12 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
30 ივნისისთვის საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი მშპ-ის 84.3% იყო
საქართველოში საწვავი 2–5 თეთრით გაიაფდა

სიახლეები

IKEA-მ მზის ბატარეების გაყიდვა დაიწყო

Reuters -ავეჯის მაღაზიათა გლობალური ქსელი IKEA, დიდ ბრიტანეთში არსებულ მაღაზიებში მზის ბატარეებს გაყიდის.

მოსალოდნელია, რომ ახალი საქონელი ბრიტანულ IKEA-ში უახლოეს 10 თვეში გამოჩნდება. პირველი მაღაზია, სადაც მზის ბატარეა 30 სექტემბრიდან იყიდება, საუნტჰემპტონია.

IKEA-ში, ჩინური Hanergy Holding Group-ის მიერ წარმოებული მზის ბატარეები გაიყიდება. 18 პანელის ფასი 5.7 ათასი ფუნტი სტერლინგი ($9.2 ათასი) იქნება. ამასთან, IKEA-მ დაითვალა, რომ თითოეული ბრიტანული შინამეურნეობა, მზის ენერგიის გამოყენებით წელიწადში 770 ფუნტის ეკონომიას გააკეთებს.

კომპანიამ განაცხადა, რომ თუ მზის ბატარეების გაყიდვები ბრიტანეთში წარმატებული იქნება, ამ პროდუქტს სხვა ქვეყნებშიც გაყიდის.

ენერგიის მიღების განახლებადი წყაროების გამოყენება თავად IKEA-ს სტრატეგიასაც წარმოადგენს. კომპანია გეგმავს, რომ 2015 წლისთვის, მისთვის საჭირო ენერგიის 70%, მზისგან და ქარისგან მიიღოს, ხოლო სრულად ამ სიმძლავრეებზე გადასვლას 2020 წლისთვის აპირებს.


მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • პაოლო ალი - საქართველოს შეიარაღებული ძალები ხშირად აჩვენებენ, რომ შეუძლიათ ინტეგრაცია ნატო-ს ჯარებთან
  • გიორგი მარგველაშვილი - მოთმინებით ველოდებით იმ დღეს, როდესაც ალიანსი გადაწყვეტს გახდეს უფრო ძლიერი საქართველოს გაწევრიანებით
  • „ბილაინს“ ანდჟეი მილინოვსკი უხელმძღვანელებს

კვირის ეკონომიკური მონიტორი 22 - 28 მაისი, 2017

• 2016 წელს უმუშევრობის დონემ ბოლო 13 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. • აპრილში ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 1.4% პუნქტით გაიზარდა და 21%...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (22 - 27 მაისი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 0.17%-ით, ხოლო ევროსთან 0.48%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.