13:03 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

სერვისი

  • სავალუტო კურსების განთავსება

    ორგანიზაციებს, რომლებიც დაკავებული არიან სავალუტო ოპერაციებით, შესაძლებლობა აქვთ თავიანთ პოტენციურ მომხმარებლებს მიაწოდონ ინფორმაცია და განათავსონ თავიანთი სავალუტო კურსები ჩვენს საიტზე. ამით ორგანიზაციას საშუალება ეძლევათ, რომ მუდმივად განახორციელონ საკუთარი გაცვლითი კურსების პოზიციონირება ბაზარზე არსებულ გაცვლით კურსებთან. სავალუტო კურსების განთავსება შესაძლებელია 9 უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, ესენია: USD ( აშშ დოლარი), EUR (ევრო), GBP (დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი), JPY (იაპონური იენი), TRY (თურქული ლირა), AMD (სომხური დრამი), AZN (აზერბაიჯანული მანათი), UAH (უკრაინული გრივნა) და RUR (რუსული რუბლი). ჩვენს საიტზე თქვენი კურსების ასახვის რამოდენიმე ალტერნატიული მეთოდი არსებობს, კერძოდ: 

    1. თქვენი თანამშრომელი სპეციალურად თქვენი ფირმისთვის შექმნილი მომხმარებლის პანელიდან ახდენს თქვენი კურსების შეყვანას ჩვენს საიტზე; 

     2. თუ თქვენ გაქვთ საკუთარი საიტი რომელზეც ასახავთ თქვენს კურსებს,შესაძლებელია გაცვლითი კურსების ავტომატურ რეჟიმში სინქრონიზაცია ჩვენს საიტთან.

  • სასესხო პროდუქტის განთავსება

    ორგანიზაციებს, რომლებიც დაკავებული არიან საკრედიტო ოპერაციებით შესაძლებლობა აქვთ განათავსონ სასესხო პროდუქტების შესახებ ინფორმაცია ჩვენს საიტზე, კერძოდ 6 სხვადასხვა ტიპის სესხის შესახებ: იპოთეკური სესხი, სამომხმარებლო სესხი, ავტო სესხი, საკრედიტო ბარათი, სტუდენტური სესხი, და სალომბარდო სესხი (ძვირფასი ლითონების უზრუნველყოფით). თითოეული ამ საკრედიტო პროდუქტის შესახებ ორგანიზაციების მიერ შესაძლებელია შემდეგი ინფორმაციის განთავსება: 

    1.  წლიური საპროცენტო განაკვეთი (პერიოდებისა და ვალუტების მიხედვით); 

    2.  ზოგადი პირობები (სესხის მინიმალური და მაქსიმალური ოდენობები და ვადები); სესხის გაცემასთან დაკავშირებული საკომისიოები) 

    3.  ორგანიზაციაში კონკრეტულ სესხის სახეობაზე მიმდინარე პრომო აქციების მოკლე აღწერა, რომელიც ავტომატურად ვიზუალურად ხელმისაწვდომი იქნება www.agora.ge-ს მომხმარებლებისათვის; 

    4.  სარეკლამო ვიდეო პროდუქტი.

  • დეპოზიტის პროდუქტის განთავსება

    ბანკებს შესაძლებლობა აქვთ განათავსონ სადეპოზიტო პროდუქტების შესახებ ინფორმაცია: კერძოდ დღეისათვის ბანკს შეუძლია განათავსოს ინფორმაცია 4 ტიპის ანაბრის შესახებ: ვადიანი ანაბარი, ზრდადი ანაბარი, მოთხოვნამდე ანაბარი, საბავშვო ანაბარი. კონკრეტული ანაბრის სახეობის შესახებ შესაძლებელია შემდეგი სახის ინფორმაციის განთავსება: 

    1. საპროცენტო განაკვეთი (ვადიანობისა და ვალუტების მითითებით); 

    2.  ზოგადი პირობები (ანაბრის მინიმალური და მაქსიმალური თანხები; ანგარიშის გახსნასთან და თანხების გატანასთან დაკავშირებული საკომისიოები); 

    3.  ორგანიზაციაში კონკრეტულ ანაბარზე მიმდინარე პრომო აქციების შესახებ მოკლე აღწერა, რომელიც ავტომატურად ვიზუალურად ხელმისაწვდომი გახდება www.agora.ge-ს მომხმარებლებისათვის. 

    4.  სარეკლამო ვიდეო პროდუქტი

  • სარეკლამო ბანერი

    ჩვენს ვებ გვერდზე დღეისათვის შესაძლებელია 2 სახის სარეკლამო ბანერის განთავსება: 

    1. ზომა 728x90 

    2. ზომა 700x90

  • კომპანიის სარეკლამო სტატიის განთავსება

    ორგანიზაციის  მიმდინარე აქციების, სიახლების, ახალი პროდუქტის შესახებ საინფორმაციო სტატიის  განთავსება www.agora.ge-ზე. 

  • საბაზრო მონაცემების წვდომა

    საბაზრო მონაცემების წვდომისათვის აუცილებელია მომხმარებელმა გაიაროს რეგისტრაცია. საბაზრო მონაცემებში დღეისათვის განთავსებულია ინფორმაცია: ვალუტა - ლარის მიმდინარე საბაზრო გაცვლითი კურსები 9 ვალუტასთან მიმართებაში: 

    გარდა ლარის მიმდინარე გაცვლითი კურსებისა ასევე წარმოდგენილია სხვა უცხოური ვალუტების კროს კურსებიც. როგორც ლარის, ასევე საერთაშორისო გაცვლითი კროს კურსების განახლება ხდება პრაქტიკულად რეალურ დროში, ყოველ 15 წუთში ერთხელ. 

     

     

     სასაქონლო ჯგუფები:

     

              •    ოქროს ფასები: ოქროს ფასები წარმოდგენილია ადგილობრივ ბაზარზე არსებული მიმდინარე ინფორმაციაზე დაყრდნობით. ფასები მოცემულია ლარებში, სინჯების მიხედვით: 375; 500; 583; 750; 900; 958; 999          .

     •        •  საწვავი: საწვავის მიმდინარე საბაზრო ფასები წარმოდგენილია საწვავის შემდეგი ტიპების მიხედვი: ბენზინი რეგულარი; ბენზინი ევრო რეგულარი; ბენზიინი პრემიუმი; ბენზინი სუპერი; დიზელი.

        
  • სიახლეების წვდომა

    აგორა ფინანსები გაძლევთ საშუალებას იყოთ მუდმივად ინფორმირებული მიმდინარე ბიზნეს და ეკონომიკური სიახლეების შესახებ. რეგისტრირებულ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გამოიწეროს ინფორმაცია, რომელიც პერიოდულად დღის განმავლობაში მიწოდებული იქნებ ელ ფოსტის საშუალებით მითითებულ ელ ფოსტაზე. გარდა მიმდინარე სიახლეებისა, დღეისათვის აგორა ფინანსები გთავაზობთ საინფორმაციო ბიულეტენს - "კვირის საბაზრო მონიტორს" (გრაფიკული ვერსიით), რომელიც ქვეყნდება ყოველ ორშაბათ დილით და წარდმოადგენს გასული კვირის განმავლობაში სასაქონლო (ოქრო, ნავთობი) და სავალუტო ბაზრებზე მომხდარი მოვლენების მოკლე და ილუსტრირებულ ანალიზს. დღის ყველაზე აქტუალურ 3 თემას და ასევე საინტერესო სიახლეებს კომპანიების საქმინაობის შესახებ