15:50 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

დღის 3 თემა

8 სექ 2017

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

2017 წლის II კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 14,3%-ით შემცირდა

“საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წლის II კვარტალში 346.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 14.3 პროცენტით ნაკლებია. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 751.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 5.5 პროცენტით ნაკლებია.

2017 წლის II კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების  მიხედვით პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება 36.6 პროცენტით, მეორე ადგილზე - ნიდერლანდები 12.4 პროცენტით, ხოლო მესამე ადგილზე თურქეთი - 11.3 პროცენტით.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2017 წლის II კვარტალში 66.3 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 130.4 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 37.6 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება მშენებლობის სექტორი 70.0 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - სასტუმროების და რესტორნების სექტორი 29.3 მლნ. აშშ დოლარით.

პარლამენტის თავმჯდომარემ გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა წარადგინა

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, აუდიტის სამსახურის უფროსის კანდიდატურად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენელი ირაკლი მექვაბიშვილი წარადგინა. ამის შესახებ კობახიძემ, დღეს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სავარაუდოდ, 20 სექტემბრისთვის, პარლამენტი შეძლებს, რომ მექვაბიშვილის კანდიდატურა დაამტკიცოს. 

ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ კანონის თანახმად, გენერალურ აუდიტორს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, 5 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით საქართველოს პარლამენტი ირჩევს.

შეგახსენებთ, რომ აუდიტის სამსახურის ყოფილ უფროსს ლაშა თორდიას უფლებამოსილების ვადა 25 ივლისს ამოეწურა.

ავიაკომპანია „ვიზეარი“ ახალ მიმართულებას ქუთაისი-ვროცლავი ამატებს

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია „ვიზეარმა“ ქუთაისიდან პოლონეთის ქალაქ ვროცლავის მიმართულებით ფრენების დაწყება დააანონსა. ავიარეისები შესრულდება 2018 წლის 31 მარტიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მგზავრებს უკვე შეუძლიათ ავიაბილეთების შეძენა ავიაკომპანიის საიტზე: www.wizzair.com, ბილეთის ფასები 79.99 ლარიდან დაიწყება.

„ვიზეარის“ აღნიშნული დაბალბიუჯეტური ავიარეისი ორი ქვეყნის დამაკავშირებელი უკვე მესამე მიმართულებაა, რომელიც თავის მხრივ კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სავაჭრო და საქმიანი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და ასევე შესანიშნავი არჩევანია როგორც ტურისტული, ასევე ბიზნესმგზავრებისთვის,” -აცხადებენ კომპანიაში.

ავიაკომპანია „ვიზეარმა“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება 2012 წელს დაიწყო. შარშან ქუთაისი „ვიზეარის“ 25-ე ბაზა გახდა A320 ტიპის ბაზირებული საჰაერო ხომალდით, რისთვისაც 98 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა და 36 დამატებითი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ქუთაისის აეროპორტიდან ოპერირების გაფართოვების შედეგად, „ვიზეარმა“ წელს 205,000-ზე მეტი მგზავრი გადაიყვანა, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 198%-იანი ზრდაა.

„ვიზეარის“ დაბალბიუჯეტური ავიამიმართულებების ქსელი ქუთაისის აეროპორტიდან მგზავრებს სთავაზობს 12 დაბალბიუჯეტურ მიმართულებას 8 ქვეყანაში. ამ მიმართულებებით ბილეთების შეძენა შეიძლება ავიაკომპანიის საიტზე wizzair.com ან უფასო მობილური აპლიკაციის მეშვეობით, ფასები 49.99 ლარიდან იწყება. ავიაკომპანიის მგზავრებს ასევე აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ დამაკავშირებელი მიმართულებები „ვიზეარის“ ავიაქსელის 42 ქვეყნის 143 მიმართულებაზე.