15:51 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

დღის 3 თემა

11 სექ 2017

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

განათლების სამინისტრომ 260 000 ერთეული ვაშლის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლებში ვაშლების დარიგების პროექტისთვის ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამინისტროს 260 000 ერთეული ვაშლის შესყიდვა სურს. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მოსწავლეების სავარაუდო ჯამური რაოდენობა სკოლებში 20 000-ია; მისაწოდებელი ვაშლის სავარაუდო რაოდენობა კვირაში - 20 000 ერთეულს შეადგენს. ამასთან, ერთი ვაშლის სავარაუდო წონა არანაკლებ- 150 გრამი უნდა იყოს. 

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 78 ათასი ლარია. 

ვაშლი კვირაში ერთხელ მიწოდებული უნდა იქნას ქ. თბილისის 10 საჯარო სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ სკოლებში ვაშლების დარიგების იდეა განათლების მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას ეკუთვნის. როგორც მან რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, იმ სკოლებში, სადაც 1000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, კვირაში ერთხელ მოსწავლეებს თითო ვაშლს დაურიგებენ. 

„2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ეკონომიკურ ზრდაზე მიმართული ბიუჯეტია“

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ეკონომიკურ ზრდაზე მიმართული ბიუჯეტია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ დეპუტატებს ”საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის“ მაჩვენებლები გააცნო და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

”2017 წლის ბიუჯეტი ეკონომიკურ ზრდაზე მიმართული ბიუჯეტია და სწორედ ეს იყო საბაბი იმისა, რომ დაახლოებით 600 მილიონი ლარი გამოიყო ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის და ეს არ არის პროექტები, რომლებიც უბრალოდ მშენებლობის დროისთვის დააჩქარებს ეკონომიკის ზრდას, ეს არის პროექტები, რომელთა განხორციელების შემდგომაც საქართველოს ექნება პოტენციალი უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების. სწორედ ამ ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულებამ უნდა მოგვცეს შედეგი, რომ საქართველოს ექნება უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა”, - განაცხადა კაკაურიძემ.

მისივე ინფორმაციით, წელს 270 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ვიდრე გასულ წელს იყო.

თელავში „ბიბლუსი გალერეა“ გაიხსნა

თელავში წიგნის მაღაზიათა ქსელ “ბიბლუსის” ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მრავალფუნქციური ფილიალი „ბიბლუსი გალერეა“ გაიხსნა. 

წიგნების მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ უკვე 9 წელია საზოგადოების წიგნიერების დონის ამაღლებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. საქართველოს მასშტაბით იგი 54 ფილიალს აერთიანებს. 

„მსგავსი ტიპის მომსახურების სფერო ამ ქალაქისთვის ინოვაციაა. ის არა მხოლოდ ალამაზებს და უფრო მიმზიდველს ხდის ქალაქს, არამედ ბიზნეს გარემოსთვისაც ძალიან კარგი ფაქტორია და ვფიქრობ, ხელს შეუწყობს სხვადასხვა მიმართულებით განავითაროს ბიზნესი,“ - აცხადებს „ბიბლუსის“ დირექტორი ირაკლი გაგნიძე.

ფილიალის გახსნის ცერემონიას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და თელავის მერი პლატონ კალმახელიძე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაესწრნენ.

„პირველ რიგში ვულოცავ თელავს ამ უმნიშვნელოვანეს დღეს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ პროცესში იყო ჩართული. გაიხსნა სივრცე, რომელიც ძალიან აკლდა მთელს ქალაქს. ეს არის წიგნების, ღვინის და გემრიელი საკვების სინთეზი. ქართული კომპანია რომ ამხელა წარმატებას აღწევს და ასეთი დიდი როლი შეაქვს ქვეყნის განვითარებაში, ეს ორმაგად სასიამოვნოა“, - განაცხადა თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ. 

თელავის „ბიბლუსი გალერიში“ ამჟამად 18 ადამიანია დასაქმებული. ფილიალი თელავში, ბახტრიონისა და სააკაძის ქუჩების კვეთაზე, 10 სექტემბერს გაიხნა.