16:37 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

დღის 3 თემა

13 ოქტ 2017

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 28,3%-ით გაიზარდა, იმპორტი 7.4%-ით

2017 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7567.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.1 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 1940.3 მლნ. აშშ დოლარი იყო (28.3 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 5627.2 მლნ. აშშ დოლარი (7.4 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-სექტემბერში 3686.9 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48.7 პროცენტი შეადგინა.

2016 წლის ბოლოს არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 51,3 მილიარდი ლარი შეადგინა

„საქსტატი“-ს გამოკვლევის შედეგების მიხედვით, არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 2016 წლის ბოლოსათვის 51,3 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც 8,0 პროცენტი გამოსახული იყო უცხოური ვალუტით.

 2016 წლისთვის მთლიანი აქტივებიდან ფინანსური აქტივების მოცულობა 12,9 მილიარდი ლარია.

არაფინანსური კორპორაციების ფასიანი ქაღალდების ღირებულებამ 2016 წლის ბოლოსათვის 2,0 მილიარდი ლარი შეადგინა. 

2016 წელს ფინანსური აქტივების საერთო რაოდენობიდან მოკლევადიანი აქტივების მოცულობა 2,5 მილიარდი ლარი იყო, ხოლო ლიკვიდურობის პროცენტი - 52,6. 

2016 წლის ბოლოსათვის არაფინანსური კორპორაციების ვალდებულებები 32,8 მილიარდ ლარს გაუტოლდა (აქედან, მოკლევადიანი ვალდებულებები შეადგენდა 9,3 მილიარდ ლარს).

მთლიანი ვალდებულებებიდან 8,4 მილიარდი ლარი წარმოადგენს ვალდებულებებს უცხოური ვალუტით. მთლიანი ვალიდან არარეზიდენტების მიმართ 2016 წლის ბოლოსათვის არსებულმა ვალმა (საგარეო ვალი) 5,7 მილიარდი ლარი შეადგინა. 

ფინანსური წარმოებულების ღირებულება 80,9 მილიონი ლარით განისაზღვრა, ხოლო კაპიტალის და რეზერვების მოცულობამ 2016 წლის ბოლოსათვის 18,5 მილიარდი ლარი შეადგინა.

არაფინანსური კორპორაციების მიერ 2016 წელს გაწეული საპროცენტო ხარჯები 1,0 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო შემოსავლებმა 4,4 მილიარდი ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ვალის მომსახურებას, 2016 წელს ვალის მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯებმა (იგულისხმება სასესხო ვალდებულებების გასტუმრება სესხის ძირისა და პროცენტის გადასახადის სახით) 6,5 მილიარდი ლარი შეადგინა, აქედან ვალის მომსახურება მხოლოდ სესხის პროცენტის მიხედვით - 1828,2 მილიონი ლარია, ვალის მომსახურება ფიზიკური პირებიდან მიღებული სესხების მიხედვით - 72,1 მილიონი ლარი, ხოლო ვალის მომსახურება სხვა არაფინანსური კორპორაციებიდან მიღებული სესხების მიხედვით - 586,1 მილიონი ლარი.

გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ წელს 60 მილიონი ლარით შევამცირეთ მთავრობის ადმინისტრაციული დანახარჯები და მთელი ეს რესურსი ინფრასტრუქტურის მიმართულებით მივმართეთ

ჩვენ წელს 60 მილიონი ლარით შევამცირეთ მთავრობის ადმინისტრაციული დანახარჯები და მთელი ეს რესურსი ინფრასტრუქტურის მიმართულებით მივმართეთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გლდანში, ბეტონის ფილების მწარმოებელი ქარხნის - "მეგაპროდაქშენის" გახსნაზე განაცხადა და დასძინა, რომ მომავალ წელსაც იგივე იგეგმება.

"იქნება კიდევ უფრო სერიოზული ზრდა და ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით. მხოლოდ ამ კომპანიაში დღეს შექმნილია 50 ახალი სამუშაო ადგილი, 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა კონკრეტულად ამ კომპანიაში და შემდეგ ეტაპზე, როდესაც წარმოების მოცულობა გაიზრდება, უკვე 100 ადამიანის დასაქმებაზეა საუბარი. 100 დასაქმებული ადამიანი არის 100 წელში გამართული ოჯახი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

პრემიერ-მინისტრმა საწარმოს ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა ძალიან კარგი ინიციატივისთვის და წარმატებები უსურვა, ასევე დაათვალიერა ახლად გახსნილი საწარმო და წარმოების პროცესის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.