15:13 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

დღის 3 თემა

11 იან 2018

თქვენთვის საყურადღებო დრის 3 თემა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაში შეიყვანა

10 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თავისი მოქალაქეებისთვის მოგზაურობისთვის საჭირო ინფორმაცია განაახლა. უწყებამ ქვეყნები უსაფრთხოების მიხედვით 4 კატეგორიად დაყო და საქართველო პირველ, ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ჯგუფში შეიყვანა. საქართველოსთან ერთად უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაშია სომხეთი, აღმოსავლეთ ევროპის და სკანდინავიის ქვეყნები, ავსტრალია, კანადა და სხვ.

საქართველოსთან მიმართებით, სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ არ იმოგზაურონ მხოლოდ რუსი ჯარისკაცების მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, რომელთა საზღვარიც ზოგიერთ ადგილას შეიძლება შესამჩნევი არ იყოს. უწყების ცნობით, ამ რეგიონებში შესვლა გამოიწვევს პატიმრობას, ჯარიმას. არის ნაღმები და სახიფათოა კრიმინალის მაღალი მაჩვენებლის გამო.

ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაში ვერ მოხვდნენ დასავლეთ ევროპის ქვეყნები. რადგან, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, იქ ტერორიზმის საფრთხეა. ამის გამო, იქ მოგზაურობისას აშშ-ის მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მეორე კატეგორიაში მოხვდნენ არასტაბილური მდგომარეობის მქონე ქვეყნები, სადაც შედარებით მაღალია კრიმინალის მაჩვენებელიც.

მესამე კატეგორიაში, რომელში მოგზაურობისგან თავის შეკავებასაც ურჩევს მოქალაქეებს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეიყვანა რუსეთი. იქ, უწყების მიხედვით, ტერორიზმის მომატებულ საფრთხესთან ერთად უხეშად ირღვევა მოქალაქეთა უფლებები და ამერიკელების მიმართ კეთილგანწყობილები არ არიან.

მეოთხე კატეგორიის ქვეყნებში მოგზაურობა სახელმწიფო დეპარტამენტის მიხდვით მის მოქალაქეებს სიცოცხლის რისკის ფასად მოუწევთ. ამ ჯგუფში ძირითადად ის ქვეყნები მოხვდნენ, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ან აშშ გადაუდებელ სიტუაციაში დახმარებისას შეზღუდული იქნება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2018 წელს 102 აუდიტს ჩაატარებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2018 წელს 102 აუდიტს ჩაატარებს. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, აუდიტებით დაიფარება ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტის 86%. 2017 წელთან შედარებით, რაოდენობა 16 აუდიტით (19%-ით), ხოლო ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი 5%-ით იზრდება.

ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი 11,112,289 ათასი ლარია, მაშინ როდესაც გასულ წელს ეს მაჩვენებელი 9,463,759 ათასი ლარი იყო. 

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 25 უწყებაში ფინანსური აუდიტი ჩატარდება, 58 უწყებაში შესაბამისობის აუდიტი, ხოლო 19 უწყებაში ეფექტიანობის აუდიტი. 

2018 წელს, სახელმწიფო აუდიტის სამსახური არ ჩაატარებს ფინანსურ და შესაბამისობის გაერთიანებულ აუდიტს, რომელიც გასულ წელს 19 უწყებაში ჩატარდა. 

ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 49%-ით გაიზარდა

2017 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადმა 405 456 შეადგინა, რაც 2016 წლის მონაცემებთან შედარებით 49%-ით მეტია. 

ასევე, ქუთაისის აეროპორტიდან განხორცილელდა 1 628 რეისი, რაც 31%-ით არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით.