00:07 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

დღის 3 თემა

11 ივლ 2018

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას მოცულობა 3.7-ჯერ გაიზარდა

საქართველოდან ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას მაჩვენებელმა 6,494.7 ტონა შეადგინა, რაც 4,761.9 ტონით (3.7-ჯერ) აღემატება 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 

ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (72.4%), სომხეთის რესპუბლიკაში (13.6%), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (11.2%), ასევე, უკრაინაში, ყაზახეთში, ბელორუსიაში, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ხორციელდება. ატმის საბითუმო ფასი 0.50-დან 1.00 ლარამდე მერყეობს.

ატმის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ გურჯაანში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში ფუნქციონირებს საორგანიზაციო შტაბი. შექმნილია ჯგუფი ფიტოსანიტარიული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას. 

საზაფხულო სარგებელი “ტერაბანკში”

ზაფხული დასვენების, განტვირთვისა და მაქსიმალური სარგებლის მიღების დროა. ამიტომ “ტერაბანკი” მომხმარებლებს ანაბრების აქციას და მაღალ სარგებელს სთავაზობს. 

აქციის ფარგლებში, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დეპოზიტი მაღალი პროცენტით გახსნან. აღნიშნული პირობები “ტერაბანკის” ორ პროდუქტზე - ვადიან ანაბარსა და სადეპოზიტო სერტიფიკატზე ვრცელდება. 

პარალელურად, აქცია ქართული ბაზრისთვის სრულიად განსხვავებულ შეთავაზებას - დეპოზიტების პორტირებასაც ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ მომხმარებლები დეპოზიტების ტერაბანკში გადატანას ფინანსური დანაკარგის გარეშე შეძლებენ: 2018 წელს გახსნილი ვადიანი ანაბრის პორტირების შემთხვევაში, პროცენტს, რომელიც მათ ანაბრის პირობის დარღვევის გამო არ დაერიცხებათ, მთლიანად “ტერაბანკი” აანაზღაურებს.

დეპოზიტების პორტირება ქართული საბანკო ბაზრისთვის სრულიად განსხვავებული შეთავაზებაა. 

„ჩვენი აქციით მომხმარებლები კიდევ უფრო მოქნილები ხდებიან. მათ შეუძლიათ, ყოველგვარი ბარიერისა თუ დანაკარგის გარეშე დაპორტირდნენ “ტერაბანკში” და აქციის ფარგლებში გახსნილ დეპოზიტებზე ყველაზე მაღალი სარგებელი მიიღონ“, - აღნიშნავს “ტერაბანკის” საცალო საბანკო საქმიანობის განყოფილების უფროსი ქეთი მღებრიშვილი. 

ანაბრების აქცია “ტერაბანკში” ივლისის ბოლოს დასრულდება.

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 მლნ. ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2018 წლის 11 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 70 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.450 პროცენტით, მაქსიმალური 7.470 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.465 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონურმა საპროცენტო განაკვეთმა 7.500 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.