15:28 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

დღის 3 თემა

22 აგვ 2018

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

15 სექტემბრიდან მეტროში მგზავრთა მოცდის დრო სამ წუთამდე შემცირდება

კახა კალაძემ დღევანდელ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ყურადღება გაამახვილა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე. მისი თქმით, 15 სექტემბრიდან თბილისის მეტროპოლიტენში მოცდის პერიოდი საშუალოდ 3 წუთამდე შემცირდება.

„თუკი აქამდე ადამიანებს 4-5 წუთი ლოდინი უწევდათ, ამ ცვლილებებით შესაძლებელი იქნება, ეს დრო 3 წუთამდე დავიდეს. ამ შედეგით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ, რომ მეტროს ახალი ვაგონები დავამატოთ, მოდერნიზება მოვახდინოთ და ლოდინის პერიოდი დაახლოებით 2 წუთამდე შევამციროთ. 15 სექტემბრიდან მგზავრთა ნაკადები კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ხალხი უკვე შვებულებიდან დედაქალაქში დაბრუნდება. ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს, მეტროს ოთხი ახალი შემადგენლობა დაემატა.

„ასევე, განვახორციელეთ სარკინიგზო ხაზების ცალკეული მონაკვეთების რეაბილიტაციაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კერძოდ, ისეთი მონაკვეთების, რომელიც სიჩქარის შეზღუდვებს განაპირობებდა. გადამზადების შედეგად, მემანქანეების ახალი ნაკადი მივიღეთ, რომლებიც თბილისის მეტროს დაემატებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

განათლების სამინისტრო - აბიტურიენტებისთვის, რომელთაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აირჩიეს, რიგგარეშე მობილობა გამარტივებული წესით გამოცხადდება

აბიტურიენტებისთვის, რომელთაც წელს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აირჩიეს, რიგგარეშე მობილობა გამარტივებული წესით გამოცხადდება, – ამის შესახებ ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაში. 

სამინისტროს ინფორმაციით, ფინანსურმა პრობლემებმა, რომელთა წინაშეც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი დგას, შესაძლოა, სასწავლო პროცესები სერიოზული რისკების წინაშე დააყენოს. 

„უნივერსიტეტს სახელმწიფოს წინაშე აქვს შეუსრულებელი ფინანსური დავალიანება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი გადასახადებისაგან თავის არიდების გამო დაუწესდა; აღნიშნულ რისკებთან დაკავშირებით და პრობლემების მოგვარების მიზნით, წლების განმავლობაში მიმდინარეობდა ხარისხის ცენტრსა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას შორის კომუნიკაცია. ამის მიუხედავად, პრობლემები ვერ მოგვარდა. იმისათვის, რომ გათვალისწინებული იყოს სტუდენტთა ინტერესები, მათთვის სასწავლო პროცესთან დაკავშირებით რისკების თავიდან ასაცილებლად, უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება 1 წლის ვადით შეეზღუდა. 

აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის მოქმედი სტუდენტები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ სწავლას. შეზღუდვა ეხებათ მხოლოდ იმ აბიტურიენტებს, რომელთაც წელს აირჩიეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. მათთვის გამოცხადდება რიგგარეშე მობილობა გამარტივებული წესით. ისინი აირჩევენ სხვა ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს. შესაბამისად, შეძლებენ ახალი სასწავლო წლის შეუფერხებლად დაწყებას. ხარისხის ცენტრი იშუამდგომლებს იმ დაწესებულებებთან, რომლებიც შესაბამისი მიმართულებით ახორციელებენ სასწავლო პროგრამებს.

2018 წლის 20 აგვისტოს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, შპს „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ მიენიჭა ავტორიზაცია და 1 წლის ვადით შეეზღუდა სტუდენტთა მიღების უფლება“, – ნათქვამია განცხადებაში.

1 სექტემბერს  ბრიტანული ჯგუფის The Chemical Brothers-ის კონცერტი გაიმართება

1 სექტემბერს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ქართველი მსმენელის წინაშე 4 გრემის ჯილდოს მფლობელი ბრიტანული დუეტი The Chemical Brothers წარდგება.

 ტომ როულენდსისა და ედ საიმონსისგან  შემდგარი ინგლისური დუო ქართველ მსმენელს ტრადიციულად, ვიზუალური ეფექტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, დაუვიწყარ სანახაობას შესთავაზებს. ღონისძიების წარმდგენები Eastern Promotions და თიბისი სტატუსი არიან.

 ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია tkt.ge-ზე. თიბისის სტატუსის მომხმარებლები ბილეთების შეძენისას ექსკლუზიური ფასდაკლებით ისარგებლებენ. The Chemical Brothers-ის მსმენელისთვის სპეციალური აქცია დაიწყო თიბისისი თი ბოტმაც. ის, ვინც 1 სექტემბრამდე თიბოტის  შეთავაზებით ისარგებლებს, The Chemical Brothers-ის კონცერტის ბილეთების შეძენას 44%-იანი ფასდაკლებით შეძლებს. აქციაში ჩასართავად, მომხმარებელმა Facebook Messenger-ში თი ბოტს  The Chemical Brothers-ის კონცერტის შესახებ უნდა მისწეროს, რის შედეგადაც თი ბოტისგან პრომოკოდს მიიღებს. პრომოკოდის გამოყენება შესაძლებელია 1 სექტემბრამდე, tkt.ge-ზე ბილეთების შეძენისას.

ინგლისური ელექტრონული მუსიკალური ჯგუფი “The Chemical Brothers”, რომელიც მსოფლიოში ცნობილია მაღალი ხარისხის საკონცერტო სეტებით, საქართველოში ბოლო მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ჩამოდის. კონცერტზე შესრულდება 1995 წლიდან დღემდე, ჯგუფის მიერ შექმნილი ჰიტები, სხვადასხვა სტუდიური ალბომიდან.

The Chemical Brothers, ელექტრონული საცეკვაო ჟანრის მუსიკის პიონერად არის მიჩნეული. ჯგუფს 1995 წლიდან დღემდე  8 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. ჯგუფის შემოქმედება თითქმის სამ ათწლეულს ითვლის და მათ პოპულარობა ისეთმა ჰიტებმა მოუტანეს, როგორებიცაა - Block Rockin'