14:07 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

დღის 3 თემა

23 აგვ 2018

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

ეკონომიკის სამინისტრო - „ნამახვანის ჰესების“ კასკადი ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტია ენერგოუსაფრთხოების საკითხის დარეგულირებისთვის

ენერგეტიკა ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალია და მის გამართულ ფუნქციონირებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. საქართველოში ეკონომიკის განვითარების პარალელურად, იზრდება ენერგომოხმარებაც - ოფიციალური სტატისტიკით, ელექტროენერგიის ყოველწლიური მოხმარება დაახლოებით 4,5 პროცენტით მატულობს.  

ბოლო წლებში საქართველოში ექსპლუატაციაში შევიდა ჯამურად 800 მგვტ. სიმძლავრეები, მაგრამ  ეს არ არის საკმარისი. საქართველო ელექტროენერგიის წმინდა ექსპორტიორი ქვეყნიდან, იმპორტიორად იქცა. აღნიშნული ტენდენციის გაგრძელება ხელს შეუშლის ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ განვითარებას. 

საქართველოს არ არის მდიდარი ნახშირწყალბადებით. ამდენად, ჩვენთვის არა მხოლოდ მიზანშეწონილი, არამედ სასიცოცხლოდ აუცილებელია ჰიდრორესურსების ოპტიმალური გამოყენება. მით უფრო, რომ საქართველო მდიდარია თავისი ჰიდრორესურსებით. ოფიციალური მონაცემებით, ჩვენი ტექნიკურად განხორციელებადი ჰიდრო რესურსი 90 მლრდ. კილოვატ-საათია წელიწადში,. ხოლო ეკონომიკურად გამართლებული - 50 მლრდ. კილოვატ-საათი, ჩვენ ამ მაჩვენებლის მხოლოდ 20-22 პროცენტი გვაქვს ათვისებული. 

ამდენად, ჩვენ გვჭირდება ახალი ენერგეტიკული გენერაციის ობიექტები, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოს უწყვეტ ენერგომომარაგებას და განაპირობებენ ქვეყნის  შემდგომ ეკონომიკურ წინსვლას. 

ამ მიზნით, საქართველოს მთავრობა განიხილავს ათობით მსხვილი და მცირე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის საკითხს, რისთვისაც მოზიდულ უნდა იქნას საერთაშორისო ინვესტიციები. ნამახვანის ჰესების კასკადი ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტია ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების საკითხის დარეგულირების კუთხით. ყველა პროექტი, მათ შორის, ნამახვანიც განხორციელდება ისე, რომ პასუხობდეს საერთაშორისო სტანდარტებს, როგორც გარემოზე ზემოქმედების, ასევე ენერგორესურსების ეფექტურად ათვისების მიმართულებით.  

ნამახვანის ჰესების კასკადი მნიშვნელოვანი პროექტი იქნება არა მხოლოდ საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის, მისი უწყვეტი ენერგომომარაგებისა და საიმედოობისთვის, არამედ იგი ხელს შეუწყობს რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ტურიზმის განვითარებას და სხვ. 

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ პროექტზე მუშაობა წარიმართოს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით, რათა შედეგად მივიღოთ ობიექტი, რომელიც ერთიანად ხელსაყრელი იქნება მთელი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის. 

საცალო ქსელში RC COLA ახალი გემური თვისებებით გამოჩნდა

საცალო ქსელში RC Cola ახალი გემური თვისებებით გამოჩნდა. სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ RC Q-ს წარმოება დაიწყო და მომხმარებელს ფორთოხლისა და ლაიმის გამაგრილებელი სასმელი შესთავაზა. 

"RC Q-ს შეძენა 0.5 ლიტრიან და 2.0 ლიტრიანი შეფუთვებითაა შესაძლებელი. 

სს „ქართული ლუდის კომპანიაში“ განმარტავენ, რომ RC Cola-ს მრავალფეროვანი სახეობები წარმოადგენენ მომხმარებლის ინდივიდუალური ცხოვრების სტილს, ხალისიანი და ენერგიით სავსე ფერებით. 

RC Q ძირითადად მრავალფეროვან, მულტი-კულტურულ ახალგაზრდობაზე გათვლილი გამაგრილებელი სასმელია. 

„ჩვენ მომხმარებელს ახალი RC Cola შევთავაზეთ, ეს არის: ფრეში, მხიარული და ხილიანი თავგადასავლები, ფერებთან ერთად, რომლებიც ჩვენს მომხმარებელს მოსწონს. RC Q-ს ბაზას ძირითადად ახალგაზრდები შეადგენენ“, - აცხადებს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მარკეტინგის მენეჯერი შალვა ჩოჩელი. 

სამომავლოდ სს „ქართული ლუდის კომპანია“ RC Q ახალი სახეობების დამატებას გეგმავს. კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, ფორთოხლისა და ლაიმის შემდეგ, ბაზარზე RC Q მარწყვისა და ყურძნის არომატით გამოვა. 

RC Cola - კოლას გემოს მატარებელი გამაგრილებელი სასმელი გახლავთ, რომელიც 1905 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, შტატ ჯორჯიაში ფარმაცევტმა კლოდ ჰაჩერმა გამოიგონა. 

საქართველოში ლეგენდარული ამერიკული სასმელი RC Cola-ს წარმოება 2016 წლიდან დაიწყო. სს „ქართული ლუდის კომპანია“ RC-ს ოჯახიდან დღეისათვის სამი სახეობის სასმელს აწარმოებს, ესენია: RC Cola, RC Q და RC Cola Coffee. ", - განმარტავენ კომპანიაში. 

ანაკლიაში Echowaves Powered by Exit დღეს, 19:00 საათზე იხსნება

Echowaves Powered by Exit დღეს იხსნება. ახალი მუსიკალური ფესტივალის კარი 19:00 საათზე გაიღება. როგორც ფესტივალის ორგანიზატორებმა განაცხადეს, ბილეთების შეძენა უკვე კარზეა შესაძლებელი - მულტიპასის ღირებულება 200 ლარს შეადგენს, დღიური ბილეთის კი - 90 ლარს. 

ფესტივალის ტერიტორიაზე მოქმედებს ტენტზონა. ტენტზონის პასების მეპატრონეებს ფესტივალის ორგანიზატორები რეკომენდაციას უწევენ, ფესტივალის ტერიტორიაზე სწორედ ტენტზონისთვის გამოყოფილი შესასვლელიდან შევიდნენ. 

პირველი დღის ჰედლაინერი ხუან ატკინსია. Juan Atkins კონსერვატორიის ალტერ ორკესტრთან და Dzijan Emin-თან ერთად საღამოს 10 საათზე წარდგება მსენელის წინაშე. 

Juan Atkins ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არტისტია. Derrick May და Kevin Saunderson -თან ერთად ის ტექნო მუსიკის, კონკრეტულად კი დეტროიტ ტექნოს დამფუძნებლად მიიჩნევა. 

ფესტივალის ტერიტორიაზე 5 სცენა მოქმედებს - WAVE Stage, KHIDI Stage, TAIYO Stage, EYE Stage, AQUA Stage.

KHDI Stage-ზე ისეთ არტისტებს მოისმენთ , როგორებიც არიან Claro Intelecto, Fabrizio Lapiana, Jonas Kopp, EYE Stage-ზე ფესტივალის პირველ დღეს Henrik Shwarz დაუკრავს, TAIYO-ს სცენა კი Henry Saiz-ისა და ბენდის, FOALS-ის დიჯეი სეტის, Dominuk Eulberg-ს მასპინძელია. 

ფესტივალის ტერიტორიაზე სცენები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. დღის მანძილზე შეგიძლიათ სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში ჩაერთოთ - ითამაშოთ ფეხბურთი, კალათბურთი, გაიაროთ ZIP Line-ზე, დაესწროთ ვორქშოფებს. 

Echowaves Festival-ს ტერიტორიაზე მოქმედებს ქეშლეს სისტემა. სპეციალურ ჩასარიცხ პუნქტებში ნებისმიერ მსურველი ბარათიდან, თუ ნაღდი ფულით ფესტივალის სამაჯურში შეძლებს თანხის გადატანას - ფესტივალის ტერიტორიაზე ნებისმიერ სერვისის ანაზღაურებას სწორედ სამაჯურის ჩიპით შეძლებთ.

ცნობისთვის, Echowaves Festival ახალი მუსიკალური ფესტივალია, რომელიც 23-იდან 26 აგვისტოს ჩათვლით ანაკლიაში ტარდება. ღონისძიების მხარდამჭერია Check In Georgia.

ფესტივალზე ისეთი შემსრულების მოსმენას შეძლებთ, როგორებიც არიან Die Antwoord, Tricky, Solomun, Ben Klock, Marcel Dettmann, NU, Foals (dj set). საერთო ჯამში მსმენელის წინაშე 150-ზე მეტი არტისტი წარდგება.