14:21 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

დღის 3 თემა

27 აგვ 2018

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს შეუნარჩუნა საკრედიტო რეიტინგი „BB-“ პოზიტიური პერსპექტივით

რეგიონში შექმნილი ეკონომიკური სირთულეების, ასევე, ზოგიერთ მეზობელ ქვეყანაში არსებული სავალუტო კრიზისის ფონზე, ავტორიტეტულმა საერთაშორისო საკრედიტო კომპანია Fitch-მა საქართველოს შეუნარჩუნა საკრედიტო რეიტინგი „BB-“ პოზიტიური პერსპექტივით.

საქართველოსთვის საკრედიტო რეიტინგის შეფასება, მნიშვნელოვანი გზავნილია ინვესტორებისთვის, ხელს უწყობს საქართველოს მიმართ ნდობის შენარჩუნებას და ეკონომიკის განვითარებას, რადგან სარეიტინგო კომპანიის ანგარიშში ხაზგასმულია ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე წლის დასაწყისიდან აღინიშნება. კერძოდ: 

Fitch ხაზს უსვამს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან საქართველოს თანამშრომლობას და დადებითად აფასებს პროგრამის წარმატებით მიმდინარეობას. 

სარეიტინგო კომპანია პოზიტიურად აფასებს ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოს, რომელიც „BB“ კატეგორიის ქვეყნების მაჩვენებელზე მაღალია. განსაკუთრებით, აღნიშნულია ის გარემოება, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აჩვენა საჯარო ფინანსების მიმართულებით. 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში, ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის მიერ გამოქვეყნებულ „ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევა 2017-ის“ შედეგებით, საქართველომ მე-5 ადგილი დაიკავა მსოფლიოს 115 ქვეყანას შორის და ახალ ზელანდიასთან, შვედეთთან და ნორვეგიასთან ერთად მოექცა სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სარეიტინგო კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, პოზიტიურად სახელდება ფისკალური დეფიციტის შემცირების ტენდენცია, რომელიც Fitch-ის პროგნოზით, 2018-2019 წლებში ქვეყანში 2.6%-მდე შემცირდება, რაც თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის კიდევ უფრო მეტი ფისკალური კონსოლიდაციის მიზნებთან, ისევე როგორც “BB” რეიტინგის მქონე ქვეყნების მაჩვენებლებთან. 

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საკრედიტო კომპანიის ანგარიშში დადებითადაა შეფასებული ინფლაციის დონე და Fitch-ის პროგნოზი, თანხვედრაშია ქვეყნის ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან.

მსოფლიოში წამყვანი სარეიტინგო კომპანიის აღნიშნული ანგარიში, ადასტურებს წლის დასაწყისიდან ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ დადებით ტენდენციას და პოზიტიურად აფასებს იმ ფისკალურ პოლიტიკას, რომელიც ხორციელდება ქვეყანაში.

საერთაშოროსო  ვიზიტორებმა საქართველოში უკვე 3.3 მილიარდი ლარი დახარჯეს

საერთაშოროსო  ვიზიტორებმა 2018 წლის I ნახევარში საქართველოში 3.3 მილიარდი ლარი დახარჯეს.

G&T-ის ცნობით, წლიურად ვიზიტორთა ხარჯები 49.3%-ით არის გაზრდილი. 

ყველაზე მეტად ვიზიტორებს  ქართული სამზარეულო იზიდავთ. ხარჯების დაახლოებით 28% მოდის საკვებსა და სასმელზე (0.9 მლრდ ლარი), რასაც მოჰყვება განთავსება (0.7 მლრდ) და დასვენება/რეკრეაცია (0.6 მლრდ).

აღსანიშნავია რომ ბოლო პერიოდში გაიზარდა ვიზიტორთა ხარჯები ვაჭრობაში, ზრდა 32%-ია 0.5 მილიარდ ლარამდე.

კრედო ბანკმა კრედიტ პლუს ჯორჯიას საკრედიტო პორტფელი შეისყიდა

კრედო ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედიტ პლუს ჯორჯიას“ საკრედიტო პორტფელის შესყიდვაზე განაცხადა. 

გარიგების თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის პორტფელის გარდა, კრედო ბანკს „კრედიტ პლუს ჯორჯიას“ თანამშრომლების მნიშვნელოვანი ნაწილი შეუერთდა.

 ,,მოხარული ვართ, რომ ჩვენსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრედიტ პლუს ჯორჯიას“ შორის რამდენიმეთვიანი მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა. ,,კრედო ბანკისთვის“ მიკროსესხების პორტფელის შეძენა, მიკროსეგმენტზე ბაზრის წილის მნიშვნელოვან ზრდასა და ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო მეტი განვითარების შესაძლებლობას იძლევა,“ -განაცხადა ,,კრედო ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ზაალ ფირცხელავამ.

კრედო ბანკი  მენეჯმენტი აცხადებს, რომ სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესყიდვებს მომავალშიც გეგმავს.