14:09 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

დღის 3 თემა

30 აგვ 2018

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

ივლისში ეკონომიკა 4.6%-ით გაიზარდა

„საქსტატი“-ს წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2018 წლის ივლისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,6 პროცენტი შეადგინა. 2018 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო რეალური ზრდა 5,5 პროცენტით განისაზღვრა.

წინასწარი შეფასებით, 2018 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა ტრანსპორტის, ვაჭრობის, უძრავი ქონებით ოპერაციების, საფინანსო საქმიანობის, სასტუმროებისა და რესტორნების დარგებში.

კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო არ შენდება

კახა კალაძემ დღეს გამართულ თბილისის მთავრობის სხდომაზე კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასტუმრო არ აშენდება.

„ამ ფაქტთან დაკავშირებით ზედამხედველობის სამსახურში შემოვიდა ზარი და მაშინვე მოხდა რეაგირება. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არსებობს პრინციპები, რომელსაც არ უნდა გადავაბიჯოთ. ჩვენ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ქალაქში გვაქვს მწვანე სივრცეების პრობლემა. სახეზეა ყველაფერი ის, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ხდებოდა დედაქალაქში. ვფიქრობ, ამ რეალობის გამოსწორება მერიამ, მოსახლეობამ და დეველოპერებმა, ყველამ ერთად უნდა შევძლოთ. ეს კონკრეტული პროექტი უნდა განხორციელებულიყო მწვანე სივრცეში, ფოტომასალაც არის, მწვანე ზონაში ჰქონდათ მშენებლობის ნებართვა. ჩვენ გავაბათილეთ აღნიშნული ნებართვა. რა თქმა უნდა, არ უნდა დაზარალდეს მესაკუთრე, რომელიც არის ამ ფართის კეთილსინდისიერი მყიდველი. შესაბამისად, საქმის მოგვარება უნდა მოხდეს ცივილურად“, - განაცხადა კახა კალაძემ და სამშენებლო სექტორს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. როგორც მან აღნიშნა, დედაქალაქში მწვანე სივრცეები მაქსიმალურად უნდა შენარჩუნდეს.  

წელს სტუდენტი 27 906 ახალგაზრდა გახდა, საიდანაც 10 614-ს სახელმწიფო დააფინანსებს

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, წელს სტუდენტი 27 906 აპლიკანტი გახდა, რაც გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტების 70%-ს წარმოადგენს. 

ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი ინფორმაციით, სახელმწიფომ სულ 10 614 სტუდენტი დააფინანსა, საიდანაც სახელმწიფო სასწავლო გრანტი 6 543-მა სტუდენტმა მოიპოვა, ხოლო სახელმწიფომ სრულად დააფინანსა 4 071 სტუდენტი. 

“1 000-ზე ოდნავ მეტია 100%-იანი გრანტის მფლობელი, 1 500-მდეა იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებმაც 70%-იანი დაფინანსება მოიპოვეს და დაახლოებით, 4 000-ია იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებმაც 50%-იანი დაფინანსება მოიპოვეს. საერთო ჯამში, შედეგების მიხედვით, 6 500-ზე მეტია იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებმაც საკუთარი შედეგით მოახერხეს სახელმწიფო გრანტის მოპოვება, დანარჩენი კი ის სტუდენტები არიან, რომლებიც იმ სახელმწიფო ფაკულეტეტებზე ჩაირიცხებიან, სადაც სწავლება სახელმწიფოს მიერ ფინანსდება”,- აღნიშნა მაია მიმინოშვილმა. 

ამასთან, შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მიღებული ქულის ან კონკრეტული დავალების შეფასების გასაჩივრების შესაძლებლობით აპლიკანტთან 2%-მა ისარგებლა. 

დეტარურად შეგიძლიათ იხილოთ ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკურ ანალიზი.