14:53 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

დღის 3 თემა

31 აგვ 2018

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

2017 წლის განმავლობაში საქართველოს სასტუმროებში სტუმრების რაოდენობა 33.1%–ით გაიზარდა

დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2017 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 1496 ეკონომიკური სუბიექტი , რომელთაც გააჩნიათ 1595 სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება (ადგილობრივი ერთეულების და ფილიალების ჩათვლით).

სასტუმროს მომსახურებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება წარმოადგენს, რომლის წილად მოდის 2017 წელს მოქმედი სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო რაოდენობის 58.7 პროცენტი, ინდივიდუალური მეწარმის წილად - 38.7 პროცენტი. დანარჩენ მათგანს გააჩნია სააქციო საზოგადოების (1.3 პროცენტი), სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების (0.1 პროცენტი) და სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის (1.2 პროცენტი) სტატუსი. სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 99.1 პროცენტი კერძო საკუთრებაშია, ხოლო 0.9 პროცენტი - სახელმწიფო საკუთრებაში.

2017 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი 1790.3 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა (6.9%-ით მეტი, გასული წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით). აქედან იჯარით გაცემულია 30.2 ათასი კვადრატული მეტრი, ხოლო ყველა ნომრის საცხოვრებელმა ფართობმა 882.1 ათასი კვადრატული მეტრი შეადგინა (7.4%-ით მეტი, გასული წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით).

2017 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 66.9 ათასი ერთეული შეადგინა. ნომრების საერთო რიცხვი 30.7 ათასი ერთეულია, რომელთა 9.9 პროცენტი ლუქსია, 13.1 პროცენტი – ერთადგილიანი, 57.2 პროცენტი – ორადგილიანი, ხოლო 19.8 პროცენტი სამი და მეტი ადგილის მქონე ნომრებია.

2017 წლის განმავლობაში საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 3381.5 ათას სტუმარს მოემსახურა, რაც 33.1 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს. საქართველოს სასტუმროებს სტუმართა 69.7 პროცენტი საზღვარგარეთის ქვეყნებიდან სტუმრობდა2, 30.3 პროცენტი - საქართველოდან. საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებს უმეტესად სტუმრობდნენ რუსეთიდან (16.9 პროცენტი) შემოსული სტუმრები.

ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა შორის უმეტესობას პოლონეთიდან (20.0 პროცენტი) და გერმანიიდან (17.9 პროცენტი) შემოსული სტუმრები შეადგენდნენ, ხოლო სხვა ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა შორის უდიდესი წილი თურქეთიდან (27.5 პროცენტი) და ირანიდან (20.1 პროცენტი) შემოსულ სტუმრებს უკავია. 2017 წელს გასულ წელთან შედარებით სტუმართა რაოდენობა რუსეთიდან გაიზარდა 73.6 პროცენტით, თურქეთიდან - 60.8 პროცენტით, ირანიდან 2.4 - ჯერ, უკრაინიდან - 37.0 პროცენტით, აზერბაიჯანიდან - 44.8 პროცენტით, ისრაელიდან - 26.4 პროცენტით, სომხეთიდან - 61.3 პროცენტით, პოლონეთიდან - 1.1 პროცენტით, საუდის არაბეთიდან - 2.2 -ჯერ.

საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებს უმეტესად სტუმრობდნენ რეკრეაციისა და დასვენების მიზნით 78.4 პროცენტი, საქმიანი და პროფესიული მიზნით - 13.8 პროცენტი, მკურნალობის მიზნით - 1.9 პროცენტი, ხოლო დარჩენილი 5.9 პროცენტი სხვა მიზნებზე მოდის.

რეკრეაციისა და დასვენების მიზნით, სასტუმროებსა და სასტურმოს ტიპის დაწესებულებებში განთავსებული არარეზიდენტი სტუმრებიდან 17.3 პროცენტი მოდის რუსეთიდან ჩამოსულ სტუმრებზე, 16.5 პროცენტი - თურქეთზე, 12.4 პროცენტი - ირანზე, 6.8 პროცენტი - უკრაინაზე, 5.4 პროცენტი - ისრაელზე, 4.3 პროცენტი - აზერბაიჯანზე, 4.0 პროცენტი - სომხეთზე, 2.2 პროცენტი საუდის არაბეთზე, 2.1 პროცენტი - პოლონეთზე და 1.8 პროცენტი - გერმანიაზე.

ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, მობილური ტელეფონის ნომრის განახლება დისტანციურად, ცხელი ხაზის მეშვეობით ხდება შესაძლებელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ, ვიდეოჯარიმების შესახებ მოქალაქეთა დროულად ინფორმირების მიზნით, მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში მობილური ტელეფონის ნომრის განახლების პროცესი გაამარტივა. 

დღეიდან ყველა მსურველს, პერსონალური მონაცემების მაქსიმალური დაცვით, მონაცემთა ბაზაში საკუთარი მობილური ტელეფონის ნომრის დისტანციურად შეცვლის შესაძლებლობა აქვს. 

სატელეფონო ნომრის შესაცვლელად, ავტომანქანის მფლობელები უნდა დაუკავშირდნენ მომსახურების სააგენტოს, ცხელ ხაზზე - 2 41 91 91. შემდეგ, პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით, ოპერატორს უნდა უკარნახონ სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, თავიანთ მფლობელობაში არსებული ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი, ტექმოწმობის ან შასის/vin კოდის ბოლო 4 ციფრი და განაახლონ მობილური ტელეფონის ნომერი.

 ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ვიდეოჯარიმის გამოწერის შესახებ.

სამინისტროს განცხადებით, ჯარიმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, მოქალაქე სარგებლობს 20% -იანი შეღავათით.

„იმ შემთხვევაში, თუ პირი ვიდეოჯარიმას მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის  ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით ეგზავნება, ხოლო ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის 

ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება. საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge. აღნიშნული წესი ამოქმედდა 2017 წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შესული რეგულაციით, რომლის თანახმად, ვიდეოჯარიმის ქვითარი სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე - police.ge-ზე საჯაროდ ქვეყნდება“, – განმარტავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

უეფამ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გურამ კაშია „თანასწორობის ჯილდოთი“ დააჯილდოვა

უეფამ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გურამ კაშია „თანასწორობის ჯილდოთი“ დააჯილდოვა. ცერემონიალი მონაკოში გაიმართა, სადაც ასევე ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა და წლის საუკეთესო ფეხბურთელები გამოავლინეს. თავად გურამ კაშია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტაბების ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობს, მონაკოში გამართულ ღონისძიებას ვერ დაესწრო და მის ნაცვლად პრიზი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა გადასცა. 

ქართველმა ფეხბურთელმა გურამ კაშიამ გუშინ დილით მისი კლუბის, „სან ხოსეს“ შემადგენლობაში ჩემპიონატის მატჩი ითამაშა და სავარაუდოდ სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც მონაკოში ჩასვლა ვერ მოახერხა. კაშია აღნიშნული ჯილდოთი, რომელიც უეფამ წელს პირველად დააწესა, ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის მიიღო.