06:45 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

დღის 3 თემა

10 ოქტ 2018

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

დღეიდან თბილისში სიჩქარის კონტროლის 6 სექცია ამოქმედდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ დღეიდან, საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თბილისში, 3 ლოკაციაზე, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 6 სექცია ამოქმედდება, კერძოდ:

1. კახეთის გზატკეცილზე, „ისთ ფოინთიდან“ მ. გრიგორაშვილის ქუჩამდე, (ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ);

2. მ.გრიგორაშვილის ქუჩიდან „ისთ ფოინთამდე“ (ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ);

3. ევროპის ქუჩიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);

4. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან - ევროპის ქუჩის დასასრულამდე, (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);

5. ნ.ხუდადოვის ქუჩის N-99-დან - ნ.ხუდადოვის ქუჩის ბოლომდე, მოედნამდე (ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ);

6. ნ.ხუდადოვის ქუჩის დასაწყისიდან - ნ.ხუდადოვის ქუჩის N-99-მდე (ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ).

სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე 271 კილომეტრი საავტომობილო გზა კონტროლდება. დედაქალაქის მასშტაბით კი, ჯამურად, სიჩქარის მზომი 18 სექცია ფუნქციონირებს.

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 მლნ. ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2018 წლის 10 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების  აუქციონზე  გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 68 350 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.190 პროცენტით, მაქსიმალური 7.230 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.217 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.500 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

Bitfury ჯგუფმა ბიტკოინ მაინინგის ახალი სერვისი - Bitfury Tardis წარადგინა

Bitfury ჯგუფმა ბიტკოინ მაინინგის ახალი სერვისი Bitfury Tardis წარადგინა.

Bitfury Tardis კომპანიის B8 მაინინგის სერვისის გაუმჯობესებული ვერსიაა, რომლის სიმძლავე 80 ტერაჰეშია წამში (80 TH/S). Bitfury Tardis აღჭურვილია Clarke ASIC ჩიპით და მომხმარებელს მისი განახლება შეუძლია.

ჩიპი (Clarke ) ბიტკოინის გამომუშავებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და ეფექტურია.

„Bitfury Tardis ჩვენი პორტფელის კიდევ ერთი განახლებაა, რომელიც პასუხობს ჩვენს სურვილს, რომ მომხმარებელს მაინინგის მეტად ეფექტური სერვისი შევთავაზოთ“, - აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ვავილოვი. 

განახლებით მომხმარებელს შეუძლია მაქსიმალურ ენერგო ეფექტურობას მიაღწიოს.

Bitfury Tardis აღჭურვილია მცირე ზომის LED ეკრანით და მისი დაკავშირება OrangePi-სთან მარტივადაა შესაძლებელი. 

The Bitfury Group არის ბლოქჩეინ ტექნოლოგიების მსოფლიოს წამყვანი სრული მომსახურების კომპანია და ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო პროვაიდერი ბლოკჩეინის ეკოსისტემაში. The Bitfury Groupp შეიმუშავებს და აწვდის მომხმარებელს როგორც აღჭურვილობას, ისე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აუცილებელია ბიზნესების, მთავრობების, ორგანიზაციებისა და ცალკეული პირებისათვის, რათა მათ უსაფრთხოდ შეძლონ აქტივების გადაადგილება ბლოკჩეინის ქსელში.