04:55 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

დღის 3 თემა

16 ოქტ 2018

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

კახა კალაძემ ზედამხედველობის განახლებული სამსახური - მუნიციპალური ინსპექცია წარადგინა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ქალაქში ურბანულ წესრიგზე პასუხისმგებელი, ზედამხედველობის განახლებული სამსახური - მუნიციპალური ინსპექცია წარადგინა. 

როგორც კახა კალაძემ პრეზენტაციისას აღნიშნა, თბილისის მთავრობას კარგად აქვს გაცნობიერებული ყველა ის გამოწვევა, პრობლემა და მოსაგვარებელი სფეროები, რაც დედაქალაქში წესრიგის დამყარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

მისი თქმით, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია ერთ-ერთი ის მძლავრი საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც, დედაქალაქი თანამედროვე, მოწესრიგებულ ევროპულ ქალაქს დაემსგავსება. 

დედაქალაქის მერმა განახლებული სამსახურის ფუნქცია-მოვალეობებზეც ისაუბრა, რომელთა შორის: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობებზე მიმდინარე სამუშაოებისა და უნებართვო მშენებლობების კონტროლი; სანებართვო პირობების დარღვევების გამოვლენა; სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დაცვა; მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლოატაციაში მიღება და სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობა; უნებართვო გარე ვაჭრობისა და დასუფთავების წესების დარღვევების გამოვლენა-აღკვეთა; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა; რეკლამის გავრცელების წესების კონტროლი და ხმაურის ნორმების გადაჭარბების ფაქტების აღკვეთა იქნება. 

„ყველაფერი ეს მთლიანობაში არის საჭირო დედაქალაქის იერსახის მოსაწესრიგებლად, ეკოლოგიური პრობლემების გადასაწყვეტად, უსაფრთხოებისა და სხვა სტანდარტების დასაცავად. მოქალაქეებისგან ხშირად შემოდის ცნობები შემდეგ დარღვევებზე: დაბინძურებისა თუ ქალაქის ქონების ვანდალურად დაზიანების, კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფის, მშენებლობებზე დადგენილი ნორმების დარღვევის შესახებ. ჩვენ ასეთი ჩართულობა და თანამონაწილეობა გვაძლევს 24-საათიანი მუშაობის სტიმულს, ასევე, გვავალდებულებს, რომ თბილისელებს არ გავუცრუოთ იმედები და ყოველთვის დავიცვათ ქალაქის, თითოეული უბნის, ქუჩის, ეზოს თუ ოჯახის უფლებები“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 

მისივე განმარტებით, მუნიციპალური სამსახურების დახმარებით, თბილისზე ზრუნვა და საზოგადოებრივი ქონების გაფრთხილება მოხდება. 

„როცა მერად ამირჩიეს ეს სამსახური დაახლოებით, 147 თანამშრომლისგან შედგებოდა, მოძველებული იყო ავტოპარკი და ტექნიკური აღჭურვილობა. დღეს ჩვენ უკვე წარმოგიდგენთ თბილისის მერიის მომძლავრებულ მუნიციპალურ ინსპექციას, რომელსაც ფუნქციები და უფლებამოსილებები გაეზარდა, აღიჭურვა ახალი ტექნიკური შესაძლებლობებით, გაორმაგდა თანამშრომლების რიცხვი და განახლდა ავტოპარკი. ამ სამსახურს წინ ელის კოლოსალური შრომა და მათი საქმიანობის ეფექტურობა თბილისელების თანადგომასა და ხელშეწყობაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სექტემბერში სასტუმროების ფასების ინდექსი 5.9%-ით შემცირდა

PMCG კვლევის მიხედვით, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის სექტემბერში, აგვისტოს თვესთან შედარებით, 5.9%- ით შემცირდა. სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასები ყველაზე მეტად გურიაში (-22.5%) და აჭარაში (-21.5%) შემცირდა. 

საქართველოს ათ რეგიონს და თბილისს შორის, 2018 წლის სექტემბერში, აგვისტოს თვესთან შედარებით, სასტუმროს ფასები მხოლოდ რაჭაში გაიზარდა. თბილისში კი სასტუმროს ფასების დონე სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, არ შეცვლილა. 

საქართველოში 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, 6.4%-ით შემცირდა. ამ ტიპის სასტუმროებში ფასები ყველაზე მეტად გურიაში (-38.7%) და აჭარაში (-20.4%) შემცირდა. სექტემბერში, 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ზრდა არც ერთ რეგიონში არ დაფიქსირებულა. თბილისში კი ფასები 0.2%-ით შემცირდა.

 საქართველოში საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები სექტემბერში, აგვისტოს თვესთან შედარებით 5.7%- ით შემცირდა. რეგიონების მიხედვით, ფასები ყველაზე მეტად აჭარაში და გურიაში შემცირდა. საოჯახო ტიპის სასტუმროებში, სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, ფასები მხოლოდ რაჭაში და თბილისში გაიზარდა.

სასტუმროს ფასები თბილისში

PMCG კვლევის მიხედვით, 2017 წლის ოქტომბერი - 2018 წლის სექტემბრის პერიოდში, თბილისის 3* სასტუმროების ფასმა მაქსიმუმს 2017 წლის დეკემბერში მიაღწია - 165 ლარი. 3* სასტუმროების ყველაზე დაბალი ფასი თბილისში 2018 წლის თებერვალში დაფიქსირდა - 124 ლარი. 

აღნიშნულ პერიოდში, 3* სასტუმროების მსგავსად, თბილისში 4* სასტუმროების მაქსიმალური ფასი 2017 წლის დეკემბერში - 293 ლარი, ხოლო მინიმალური 2018 წლის თებერვალში დაფიქსირდა - 214 ლარი.

 რაც შეეხება საოჯახო ტიპის სასტუმროებს, ყველაზე მაღალი ფასი 2018 წლის სექტემბერში - 79 ლარი, ხოლო დაბალი 2018 წლის მარტში დაფიქსირდა - 68 ლარი.