04:53 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

დღის 3 თემა

5 ნოე 2018

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

ქართული ღვინის ექსპორტი 12%-ით

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 68,3 მლნ-მდე ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 12%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.  ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 162 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20% შეადგინა.

ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: იაპონია - 50% (199997 ბოთლი), პოლონეთი - 30% (2788029), დიდი ბრიტანეთი 50% (103724) და აშშ - 1% (399054); ასევე ევროპისა და ამერიკის მიმართულებით: რუმინეთი - 477% (99774), ჩეხეთი - 70% (33450)), ნიდერლანდები - 39% (63951), საფრანგეთი - 15% (113297), ესტონეთი - 12% (464792), ლატვია - 12% (1427836), ლიეტუვა - 7% (366552),  გერმანია - 3% (378954) და ა.შ.; ასევე ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით: თურქმენეთი -  102% (135294), მონღოლეთი - 44% (162390), ყირგიზეთი - 37% (179610), უკრაინა - 34% (8346700), ყაზახეთი - 16% (3112202), რუსეთი - 10% (42344328), ბელარუსი - 3% (1353042) და სხვა.                   

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი  (42344328), უკრაინა (8346700),  ჩინეთი  (5410667), ყაზახეთი  (3112202) და პოლონეთი (2788029).   

ამასთან, იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან მსოფლიოს 22 ქვეყანაში ექსპორტირებულია 15,7 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 15%-ით აღემატება გასული წლის 10 თვის მონაცემებს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 32,2 მლნ აშშ დოლარს მიაღწია - ზრდამ 8% შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 25 ქვეყანაში ექსპორტირებულია 322 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ შეადგინა 47%. სულ ექსპორტირებულია 915 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ჭაჭა, რაც 38%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

სულ, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 252,1 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 13%-ით აღემატება გასული წლის იანვარ-ოქტომბრის მაჩვენებელს.   

გიორგი მარგველაშვილმა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად პაპუნა ლეჟავა წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე დასამტკიცებლად პარლამენტს პაპუნა ლეჟავას კანდიდატურა წარუდგინა, ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

პაპუნა ლეჟავა 2015 წლიდან საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში IFC-ში ფინანსური ოფიცრის თანამდებობაზე მუშაობს. 2013-2015 წლებში ის მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი იყო, ხოლო 2011-2013 წლებში საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსური რისკების განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია თანამდებობას 30 ნოემბრიდან დატოვებს. ის სებ-ის საბჭოში 2016 წლიდან მუშაობდა.

უპრეცედენტო პრიზის  - 10 წელი 1000ლარიანი ხელფასი PSP-სგან იღბლიანი მფლობელი გამოვლინდა

საქართველოს გათამაშებების ისტორიაში უპრეცედენტო პრიზი - 10 წელი 1000 ლარიანი ხელფასი PSP-ს გათამაშებაში ბათუმელმა დავით დუმბაძემ მოიგო.

PSP -ს საიუბილეო რიგით მე-22 გრანდიოზულ გათამაშებაში გარემონტებიული ბინა საბურთალოზე  „დონა პალასში“,  25000 ლარი და 10 წლის მანძილზე PSP -სგან ყოველთვიურად 1000 ლარიან ხელფასი გათამაშდა.

PSP-ს გათამაშება უკვე 10 წლისაა.

PSP ლიდერი კომპანია, მომხმარებელს მხოლოდ გარანტირებული ხარისხის პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს, კომფორტული მომსახურებასა და მუდმივად საინტერესო აქციებს სთავაზობს; ამასთან ყოველ 10 ლარიან შენაძენზე მომხმარებელი გათამაშების 1 ბილეთს იღებს და მარტივად ერთვება გათამაშებაში. 

„10 წლის მანძილზე ყოველ თვე 1000 ლარი PSP -სგან ბათუმელ დავით დუმბაძეს ჩაერიცხება. გარანტირებული სტაბილური შემოსავალი გამარჯვებულს უამრავ შესაძლებლობას უხსნის აიხდინოს ოცნებები, წამოიწყოს საკუთრი საქმე, განკარგოს თანხა 10 წლიანი პერსპექტივით, მთ უმეტეს, რომ ეს პირველი ხელფასია დავითის ცხოვრებაში. ამასთან აქტუალობას არ კარგავს პრიზი -25000 ლარი, რომელიც ბორჯომელმა ქეთევან სირაძემ მოიგო და გარემონტებული ბინა თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, საბურთალოზე „დონა პალასში, ჩაშენებული სამზარეულოთი, მოწყობილი აბაზანით; ბინის იღბლიანი მფლობელი ქუთაისელი პედაგოგი ციალა ბრეგვაძეა, რომელსაც შეუძლია მხოლოდ პირადი ნივთების გადმოიტანოს და ხვალიდან თბილისში, საბურთალოზე ახალ ბინაში დამკვიდრდეს.

PSP მუდმივად იკვლევს მომხმარებლის ინტერესს, როგორც სააფთიაქო პროდუქციასთან, ასევე პრიზებთან დაკავშირებით, რისი დასტურიც საქართველოს გათამაშების ისტორიაში უპრეცედენტი პრიზი - 10 წელი 1000 ლარიანი ხელფასია. ჩვენ კვლავაც ვაგრძლებთ მომხმარებლის ინტერესების შესწავლას და კიდევ ბევრ სასიამოვნო სიახლეს შევთავაზებთ მოამავალში“- აცხადებენ PSP -ში.

PSP -ს გათამაშება უკვე 10 წელია გამარჯვების და სიხარულის ისტორიებს ქმნის: გამოვლინდა 48 ახალთ-ახალი ავტომობილის, მთელი წელი 2000 ლარიანი ხელფასის - 10 და ბინის - 10 იღბლიანი მფლობელი, 146 ოჯახს კი PSP -სგან ძვირადღირებული საჩუქრები გადაეცა.