04:15 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

დღის 3 თემა

15 ნოე 2018

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა

„საქსტატი“-ს დაზუსტებული მონაცემებით 2017 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 37 846,6 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 11,2 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2017 წელს წინა წელთან შედარებით 4,8 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დეფლატორის პროცენტული ცვლილება 6,1 პროცენტია.

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (17,1 პროცენტი) და მრეწველობა (16,7 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10,1 პროცენტი), მშენებლობა (9,8 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (8,5 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (8,0 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (7,0 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (5,8 პროცენტი).

ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: მშენებლობა (13,5 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (10,7 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (9,2 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (8,4 პროცენტი),ტრანსპორტი (6,5 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (6,5 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (5,1 პროცენტი), ვაჭრობა, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი (4,6 პროცენტი).

კლება შეინიშნება შინამეურნეობების მიერ პროდუქციის გადამუშავებისა (-4,5 პროცენტი) და სოფლის მეურნეობის (-3,8 პროცენტი) სექტორებში.

ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა

2018 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 137.2 მლნ აშშ დოლარი (365.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.6 პროცენტით (14.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.4 პროცენტი იმ 17 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ოქტომბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 17 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების  93.5 პროცენტი მოდიოდა.

2018 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 21.2 მლნ აშშ დოლარი (56.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 18.5 მლნ აშშ დოლარისა (46.2 მლნ ლარისა) გასული წლის ოქტომბერში.

მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

უნიქარდის ბარათს მუდმივი ფასდაკლებების ფუნქცია დაემატა. 15 ნოემბრიდან უნიქარდის მფლობელებს ქულების დაგროვებასთან ერთად შეუძლიათ მუდმივი ფასდაკლებების მიღება:

1. ვისოლის ქსელში -10 თეთრიანი მუდმივი ფასდაკლება ყოველ ლიტრ საწვავზე (ბენზინსა და დიზელზე) 15 ნოემბრიდან თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, ხოლო 1 დეკემბრიდან მთელ საქართველოში.

2. ალტაოქეში - მუდმივი 10% ფასდაკლება ბლენდერებზე, უთოებზე, მტვერსასრუტებზე და 50-მდე კატეგორიის წვრილ საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე.

3. ავერსის ქსელში - მუდმივი 10% ფასდაკლება ტოპიკრემის, ილ სალონეს, აჰავას, დოლივას და 20-მდე დასახელების კოსმეტიკისა და თავის მოვლის პროდუქციაზე.

გარდა მუდმივი ფასდაკლებებისა, მომხმარებლები ისარგებლებენ ყოველკვირეულად განახლებადი ფასდაკლებების, საჩუქრებისა და ქულების დაგროვების აქციებითაც, რითაც კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებენ.

ფასდაკლების მისაღებად აუცილებელია ბარათის რეგისტრაცია (თუკი არ არის რეგისტრირებული)

დაარეგისტრირეთ ბარათი გამარტივებული წესით, ვებგვერდის www.unicard.ge, ან საინფორმაციო ცენტრის საშუალებით 2 555 222.

თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ უნიქარდი, შეგიძლიათ აიღოთ :

· სპარის, ფუდმარტის, იოლის და ალტაოქეის მაღაზიათა ქსელში

· უნიქარდის მომსახურების ცენტრებში

ქულები, ფასდაკლებები, საჩუქრები - ეს არის განახლებული უნიქარდის კონცეფცია.

15 ნოემბრიდან - უნიქარდი ნიშნავს მეტს!