10:41 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

კვირის გრაფიკი

17 ივნ 2019

კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოში

მეცნიერების შეფასებით დედამიწაზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოზე განსაკუთრებით მაღალი იქნება. ნოტერ დამის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილების მიმართ მგრძნობელობის ინდექსის მიხედვით საქართველო ევროპაში მე-5 ადგილზეა. აღნიშნული ინდექსი ზომავს თუ რამდენად უარყოფითად აისახება ბუნებაში მიმდინარე ცვლილებები ამა თუ იმ ქვეყნის მოსახლეობის ყოფაზე.

როგორც ცნობილია, დედამიწაზე აღინიშნება ტემპერატურის მატება, რაც მნიშვნელოვანწილად განპირობებულია მრეწველობის მიერ კარბონის მონოქსიდის გამოყოფით ატმოსფეროში, არსებული პროგნოზით, ამ საუკუნის ბოლოსათვის საშუალო ტემპერატურა დედამიწაზე 4 გრადუსით მაღალი იქნება ვიდრე პრე-ინდუსტრიული პერიოდის დროს. შედეგად მოსალოდნელია ყინულის ფენების დნობა და ბუნებრივი სტიქიების ზრდა.