11:15 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

კვირის გრაფიკი

24 ივნ 2019

როგორ გაიზარდა საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულება

რუსეთი საქართველოსთვის უმსხვილესი საგარეო ეკონომიკური პარტნიორია. რუსეთიდან უცხოური ვალუტის შემოდინება ძირითადად სამი არხით ხორციელდება: ტურიზმი, ფულადი გზავნილები და ექსპორტი. თუ 2015 წელს ფულადი გზავნილები მნიშვნელობით სჭარბობდა დანარჩენ ორ არხს, დღევანდელი მდგომარეობით ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები თითქმის აღემატება ექსპორტს და ფულად გზავნილებს ერთად აღებულს. 2018 წელს რუსეთიდან მიღებული ტურისტების გზით საქართველოში შემოვიდა დაახლოებით 820 მილიონი აშშ დოლარი, რაც თითქმის 2.5-ჯერ აღემატება 2014 წლის ანალოგიურ მონაცემს. 2018 წლის მდგომარეობით ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები რუსეთიდან მიღებული მთლიანი უცხოური ვალუტის შემოსავლების თითქმის ნახევარს წარმოადგენს.

 

თუ შევადარებთ ტურიზმით მიღებული უცხოური ვალუტის შემოდინებებს ქვეყნების მიხედვით, რუსეთს უკავია ყველაზე დიდი წილი - 36%. მას მოყვებიან თურქეთი - 21% და ევროკავშირი - 17%.