10:25 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

კვირის გრაფიკი

1 ივლ 2019

ლიბრა და ბიტკოინი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა. ლიბრა 2020 წლიდან დაიწყებს ფუნქციონირებას, მოსალოდნელია, რომ ლიბრა მნიშვნელოვნად გაუიაფებს და გაუადვილებს გადახდების წარმოებას Facebook-ის მომხმარებლებს, რომელთა რაოდენობა ამ მომენტისათვის 2.4 მილიარდია.

            ლიბრას შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ დადებითად იმოქმედა არსებული კრიპტოვალუტების ფასებზე. მაგალითად, ყველაზე პოპულარული ვალუტის - ბიტკოინის ღირებულებამ 27 ივნისს შეადგინა $13,017 რაც არის 2019 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. თუმცა აღსანიშნავია, ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ლიბრასა და სხვა კრიპტოვალუტებს შორის: ლიბრა მიბმული იქნება სხვადასხვა ვალუტისგან შემავალ კალათაზე და შესაბამისად მისი კურსი (მაგალითად, ამერიკულ დოლართან) იმერყევებს კალათაში შემავალი ვალუტების კურსების ცვლილებიდან. ფაქტია, რომ დღეს ბევრი ადამიანი პერსონალურ ინფორმაციას ანდობს Facebook-ს, მაგრამ 2020 წლიდან გავიგებთ თუ რამდენად ანდობენ ადამიანები მას თავიანთ ფულს.