11:00 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

კვირის გრაფიკი

8 ივლ 2019

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა 8.4%-ით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტები აშშ დოლართან ან გამყარდა ან მხოლოდ მცირედით გაუფასურდა. მაგალითად, რუსული რუბლი დოლართან 10.4%-ით გამყარდა. ასევე გამყარდა უკრაინული გრივნა (5.6%), ბელარუსული რუბლი (5.17%), სომხური დრამი (1.5%) და ყაზახური ტენგე (0.1%). შედარებით უმნიშვნელოდ გაუფასურდა აზერბაიჯანული მანათი (0.3%) და ევრო (0.55%).