07:43 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

კვირის გრაფიკი

22 ივლ 2019

მსოფლიოს ექვსი ყველაზე დიდი ეკონომიკა

უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში მსოფლიოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. პირველ რიგში აღსანიშნავია ჩინეთის ეკონომიკური ექსპანსია. თუ 1980 წელს ჩინეთის წილი მსოფლიო ეკონომიკაში დაახლოებით 2% იყო, დღეს თავისი სიდიდით ჩინეთის ეკონომიკა მსოფლიოს ნომერ პირველია. სწრაფი განვითარების შედეგად ჩინეთმა უკან მოიტოვა როგორც აშშ, ისე ევროზონა. ჩინეთის აღზევების ფონზე ბოლო 40 წელიწადში განახევრდა როგორც ევროზონის ასევე იაპონიის წილი მსოფლიო ეკონომიკაში, ხოლო აშშ-მ დაკარგა პირველი პოზიცია და მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ჩინეთთან ერთად ასევე გაიზარდა ინდოეთის წილი მსოფლიო ეკონომიკაში, თუმცა ეს უკანასკნელი ჩინეთს ჯერ კიდევ საგრძნობლად ჩამორჩება. ასევე აღსანიშნავია, რომ რუსეთი მსოფლიო ეკონომიკაში სიდიდით მხოლოდ მეექვსეა და მისი წილი დაახლოებით 3%-ია.