15:38 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

კვირის გრაფიკი

12 აგვ 2019

როგორ შეიცვალა ლარის კურსი სხვადასხვა უცხოური ვალუტის მიმართ?

2019 წლის პირველ შვიდ თვეში ლარი ყველა სავაჭრო პარტნიორის ვალუტასთან გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით. განსაკუთრებით მაღალი იყო გაუფასურება უკრაინულ გრივნასთან (-22.8%) და რუსულ რუბლთან მიმართებაში (-22.0%). აღსანიშნავია, რომ საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის ფონზე რუბლთან ასეთმა საგრძნობმა გაუფასურებამ საქართველოში დასვენება რუსი ტურისტებისათვის უფრო გააიაფა და შესაბამისად უფრო მიმზიდველი გახადა. ლარი გაუფასურდა ასევე გირვანქა სტერლინგთან (-6.2%) და თურქულ ლირასთან (-6.3%), ანუ იმ ქვეყნების ვალუტების მიმართ რომლებიც განსაკუთრებულ შოკებს განიცდიან. ამავე პერიოდში ლარი დოლარის მიმართ 11.2%-ით გაუფასურდა.