13:10 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

კვირის გრაფიკი

26 აგვ 2019

შევიძინოთ თუ არა უძრავი ქონება საქართველოში?

უძრავი ქონების შეძენის მიზანშეწონილობის მიხედვით საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა. Numbeo-ს მონაცემების მიხედვით საქართველოში, ქალაქის ცენტრში მდებარე სახლის ღირებულების წლიურ ქირაზე თანაფარდობის საშუალო ინდექსი 14.11-ს შეადგენს, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოში. ამ მონაცემებით საქართველო ევროპაში პირველია, ხოლო მსოფლიოში მეექვსე. მოცემული ინდიკატორი ყველაზე დაბალია აშშ-ში (9.57) და სამხრეთ აფრიკაში (9.62). აღნიშნული ინდექსის ამობრუნებით მივიღებთ ინფორმაციას თუ რამდენს შეადგენს უძრავ ქონებაში ინვესტირებაზე უკუგება. კერძოდ, საქართველოს შემთხვევაში ეს მაჩვენებელი იქნება დაახლოებით 7%, რაც უკეთესია ვიდრე ინვესტირება საბანკო დეპოზიტებში ან სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში.