06:14 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

კვირის გრაფიკი

7 ოქტ 2019

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

            ბიტკოინის დღევანდელი ფასი მისი პიკური ღირებულების მხოლოდ 40%-ს შეადგენს. CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით 2019 წლის 6 ოქტომბერს ბიტკოინის ღირებულება $8031-ს შეადგენს, რაც მისი პიკური ღირებულების, $19300, მხოლოდ დაახლოებით 40%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ამ მდგომარეობით მიმოქცევაში არსებული ბიტკოინების საერთო ღირებულება შეადგენს 144 მილიარდ აშშ დოლარს.

            ბიტკოინის ღირებულების დინამიკა წარმოადგენს სპეკულაციური ბაზრის კარგ მაგალითს. კერძოდ, 2017 წლის აგვისტოდან დეკემბრამდე პერიოდში ბიტკოინის ღირებულება მოულოდნელად დაახლოებით 40-ჯერ გაიზარდა, ხოლო შემდეგ 1 წლის განმავლობაში მისი ღირებულება თითქმის 6-ჯერ დაეცა.