18:56 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

კვირის გრაფიკი

14 ოქტ 2019

როგორია პლასტიკური ბარათების გავრცელება საქართველოში?

საქართველო საგრძნობლად ჩამორჩება დანარჩენ ევროპას პლასტიკური ბარათების რაოდენობით. საქართველოში პლასტიკური ბარათების მფლობელების წილი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს შორის. გლობალური ფინდექსის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 39.9%-ს გააჩნია პლასტიკური ბარათი, რაც ევროპის საშუალო მაჩვენებელს (74%) საგრძნობლად ჩამორჩება.

პლასტიკური ბარათები გადახდის მოხერხებული და უსაფრთხო საშუალებაა და მისი გავრცელების ხარისხი საბანკო სექტროსი განვითარების ერთ-ერთი ინდიკატორია.

აღსანიშნავია, რომ ევროპაში პლასტიკური ბარათებით მოსახლეობის თითქმის სრული დაფარვა აქვთ სკანდინავიის ქვეყნებში. საქართველოზე უფრო დაბალი მაჩვენებელი კი აქვთ მონტენეგროს (36.4%), ალბანეთს (26.9%) და მოლდოვას (24.8%).