19:19 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

კვირის გრაფიკი

21 ოქტ 2019

ფინანსური განათლების დონე საქართველოში

საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 30% შეიძლება ჩაითვალოს ფინანსურად განათლებულ. აღნიშნული შეფასება ეფუძნება S&P-ის მიერ ჩატარებულ ფინანსური ცოდნის გამოკვლევას. ამ მონაცემით საქართველო მსგავსი შემოსავლების მქონე ქვეყნებს შორის შუალედურ მდგომარეობაში იმყოფება. თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველო საგრძნობლად ჩამორჩება მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანას. ევროპაში ფინანსური განათლების საშუალო მაჩვენებელი 47%-ია, ხოლო მსოფლიოში 33%.

ფინანსური ცოდნის მიხედვით საქართველო ასევე ჩამორჩება ზოგიერთ მასზე უფრო დაბალშემოსავლიან ქვეყანას, როგორიცაა მაგალითად სენეგალი, ბენინი, ან მიანმარი.

აღსანიშნავია, რომ ფინანსური განათლების ყველაზე მაღალი დონე ფიქსირდება ჩრდილო-დასავლურ ევროპის ქვეყნებში: დანია (71%), ნორვეგია (71%) და შვედეთი (71%).

ფინანსური უცოდინრობა ხელისშემშლელია მოქალაქეებისათვის რომ მიიღონ მათვის ფინანსურად მიზანშეწონილი გადაწყვეტილებები. როდესაც მოქალაქეებს აქვთ ფინანსური განათლება მათ შეუძლიათ მიიღონ სწორი ფინანსური გადაწყვეტილებები დაკავშირებული დანაზოგებთან, ფულის დაბანდებასთან, სესხებასთან და ა.შ.