18:50 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

კვირის გრაფიკი

28 ოქტ 2019

ბიზნესის კეთების სიმარტივის განახლებული რეიტინგები

ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო მსოფლიოში მოწინავე ადგილზე რჩება. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით მსოფლიოში მეშვიდე ადგილზე იმყოფება. 2019 წლის მდგომარეობით საქართველო მეექვსე ადგილზე იყო. არსებული 10 კომპონენტიდან 2019 წელთან შედარებით საქართველოს ჰქონდა გაუმჯობესება 2 კომპონენტში, გაუარესება 7 კომპონენტში და უცვლელი მდგომარეობა 1 კომპონენტში. ყველაზე მეტი პოზიცია საქართველომ დათმო მინორიტარული ინვესტორების დაცვის კუთხით, ხოლო ყველაზე მეტი პროგრესი საქართველოს ჰქონდა სამშენებლო ნებართვების გაცემის კუთხით.

 

მთლიანობაში, საქართველოს ყველაზე სუსტი პოზიციები რჩება გადახდისუუნარობის მოგვარებადობის, საგარეო ვაჭრობის და ელექტროენერგიაზე ხელმისაწვდომობის მხრივ.