19:05 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

კვირის გრაფიკი

4 ნოე 2019

განათლების ხარჯების ეფექტიანობა საქართველოში

საქართველოში განათლებაზე გაწეული სახელმწიფო ხარჯები სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალ-ეფექტიანია. საქართველოს მთავრობა განათლებაზე მშპ-ს 3.8%-ს ხარჯავს, დაახლოებით იმდენივეს რამდენსაც რუსეთი, ლუქსემბურგი, იტალია, ბულგარეთი და ტაილანდი. თუმცა განათლების ხარისხით საგრძნობლად ჩამორჩება ყველა ამ ქვეყანას. კერძოდ, ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული “პიზა” 2015 წლის მოსწავლეების საშუალო შეფასებით საქართველო 70 მონაწილე ქვეყანას შორის მე-60 ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ქვეყანას, როგორიცაა სინგაპური და ჰონგ-კონგი, რომლის მთავრობა საქართველოზე ნაკლებს ხარჯავს განათლებაზე, გაცილებით უკეთესი შედეგები აქვს პიზას შეფასებით.

 

რასაკვირველია სახელმწიფო ხარჯი არ წარმოადგენს განათლების დაფინანსების ერთადერთ წყაროს და ზოგიერთ ქვეყანაში მაღალი მოსწრებადობა შესაძლოა მაღალი კერძო ხარჯებით იყოს განპირობებული.