05:11 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

კვირის გრაფიკი

11 ნოე 2019

ბანკომატების რაოდენობა - საერთაშორისო შედარება

 

ბანკომატების რაოდენობა საქართველოში მსგავსი განვითარების ქვეყნებთან შედარებით მაღალია. მსოფლიო ბანკის გლობალური ფინანსური განვითარების მონაცემებით ბანკომატების რაოდენობა ყოველ 100,000 მოსახლეზე მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ქვეყნის განვითარების დონეზე. საშუალოდ რაც უფრო მაღალია მშპ ერთ სულ მოსახლეზე მით მეტია ბანკომატების რაოდენობა. ამ მონაცემებით საქართველოში ბანკომატების რაოდენობა 100,000 მოსახლეზე 75.7-ს შეადგენს, რაც საქართველოს მსგავსი შემოსავლების ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია.