05:40 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

კვირის გრაფიკი

25 ნოე 2019

ბევრი მოხუცი, ცოტა ახალგაზრდა - საქართველოს დემოგრაფიული თავსატეხი


საქართველო სერიოზული დემოგრაფიული პრობლემის წინაშეა. ის რომ ბოლო 30 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა საგრძნობლად შემცირდა ყველასთვის ცნობილია. თუმცა, მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში რომ ამ პერიოდში მოსახლეობის შემცირება მოხდა მთლიანად ბავშვების და ახალგაზრდების რაოდენობის კლების ხარჯზე. მაგალითად, თუ 1990 წელს 15-დან 19 წლამდე ასაკის ადამიანების რაოდენობა იყო 413 ათასი, 2020 წელს მოსალოდნელია რომ ეს რიცხვი იქნება დაახლოებით 218 ათასი, ანუ თითქმის 2-ჯერ ნაკლები. ამავე დროს 65 წელს გადაცილებული ადამიანების რაოდენობა თითქმის იგივე დარჩა.

 

მსგავსი დემოგრაფიული შედეგი რამოდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. პირველი ეს არის შობადობის კლება, თუმცა ეს კლება შედარებით უმნიშვნელო იყო. მეორე და უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო სიცოცხლის ხანგრძლივობის მატება, 70-დან 73 წლამდე. მესამე და გაცილებით ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ემიგრაცია, რომელიც განსაკუთრებით მაღალი იყო 1990-2000 წლებში.