05:57 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

კვირის გრაფიკი

30 დეკ 2019

საქართველოს სახელმწიფო ვალი - ყველაზე მაღალ ნიშნულზე 2004 წლის შემდეგ

საქართველოს სახელმწიფო ვალი მშპ-სთან მიმართებაში ბოლო 5 წლის განმავლობაში დაახლოებით 14 პროცენტული პუნტქით გაიზარდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით მოსალოდნელია, რომ 2019 წლის ბოლოსათვის საქართველოს სახელმწიფო ვალის წილი მშპ-ში 50%-ს შეადგენს, რაც ყველაზე მაღალი დონე იქნება 2004 წლის შემდეგ. თუმცა, ამ მაჩვენებლით, საქართველო მსგავსი შემოსავლების მქონე ქვეყნებს შორის დაახლოებით საშუალო დონეზე იმყოფება. მთლიანად მსოფლიოს 147 განვითარებად ქვეყანას შორის საქართველო ამ მაჩვენებლით 76-ე ადგილზეა. ლარის კურსის გაუფასურება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მთლიანი სახელმწიფო ვალის ზრდის, ვინაიდან კურსის ვარდნა იწვევს უცხოურ ვალუტაში გამოხატული ვალის ოდენობის მატებას.

            ზოგადად დიდი სახელმწიფო ვალი განაპირობებს ვალის მომსახურეობაზე მაღალ საბიუჯეტო ხარჯებს, რაც შესაბამისად ზღუდავს სხვა უფრო პროდუქტიული ხარჯების გაწევის შესაძლებლობას. აგრეთვე, დიდი სახელმწიფო ვალი ასუსტებს სახელმწიფოს უნარს გაზარდოს საბიუჯეტო ხარჯი უარყოფითი ეკონომიკური შოკისგან გამოწვეული ზიანის შესამცირებლად.