კვირის გრაფიკი
სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
უფრო მდიდარ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები უფრო ნაკლებ დროს ატარებენ სამუშაოზე. Ourworldindata-ს მიხედვით ქვეყნებში სადაც წლიურად ნამუშევარი საათების რაოდენობა ნაკლებია 1700-ზე, მშპ ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ (მსყიდველობითი უნარიანობის გათვალისწინებით) $50,000-ზე მეტია, ხოლო სადაც წლიურად ნამუშევარი საათების რაოდენობა 2000-ს აღემატება მშპ ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ $19,000-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ კამბოჯაში და მიანმარში წლიურად ნამუშევარი საათების რაოდენობა აღემატება 2400-ს, მაშინ როდესაც მშპ ერთ სულ მოსახლეზე ძალზე მნიშვნელოვანად ჩამორჩება მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს ($18,500). შვეიცარიაშია, სადაც მოსახლეობა დაახლოებით 900 საათით ნაკლებს მუშაობს წლიურად ვიდრე კამბოჯაში, მშპ ერთ სულ მოსახლეზე 20-ჯერ მეტია.
ასეთი საგრძნობი განსხვავებები სამუშაო საათებში განპირობებულია შრომის ნაყოფიერებაში არსებული დიდი სხვაობებით განვითარებულ და ნაკლებ-განვითარებულ ქვეყნებს შორის. შრომის ნაყოფიერებას თავის მხრივ განსაზღვრავს განათლების ხარისხი.