11:11 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

კვირის გრაფიკი

11 იან 2021

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში

            მართალია ისტორიაში ყველაზე დიდი გლობალური ვაქცინაციის კამპანია მიმდინარეობს, ვაქცინაზე ადექვატური წვდომა ძირითადად მხოლოდ შეძლებულ ქვეყნებს აქვთ. Bloomberg-ის მონაცემებით მსოფლიოს 184-მა ქვეყანამ შეისყიდა კორონავირუსის საწინააღმდეგო 8.35 მილიარდი დოზა ვაქცინა. თუმცა აქედან მხოლოდ 40 ქვეყნის მოსახლეობა იქნება სრულად უზრუნველყოფილი ვაქცინის დოზებით. შესყიდული კოვიდ ვაქცინებით შესაძლებელი იქნება მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე ნაკლების დაფარვა, იმის გათვალისწინებით რომ თითო ადამიანს ესაჭიროება ვაქცინის ორი დოზა და ზოგიერთ ქვეყანას საჭიროებაზე მეტი აქვს შესყიდული. საქართველოში შესყიდული ვაქცინების რაოდენობა ფარავს მოსახლეობის მხოლოდ 5%-, რაც თითქმის 20 ჯერ აღემატება 10 იანვრის მდგომარეობით აქტიურ შემთხვევების რაოდენობს (11,121).

            აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციით მოსახლეობის ყველაზე დიდი დაფარვები იქნება ქვეყნებში: კანადა (303.5%), გაერთიანებული სამეფო (302.2%), ახალი ზელანდია (246.8%) და ავსტრალია (229.9%).