10:14 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

კვირის გრაფიკი

18 იან 2021

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოში

 

          ვაქცინაციის ტემპები ქვეყნებს შორის საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან. Ourworldindata-ს ყოველდღიური მონიტორინგის მონაცემებით მსოფლიოს 50 ქვეყანაში ვაქცინაცია დაწყებულია. საშუალოდ ამ ქვეყნებში ყოველ 100 მოსახლეზე 2.3 დოზა იქნა უკვე გამოყენებული, თუმცა მნიშვნელოვანი ვარიაცია არის ქვეყნებს შორის. გრაფიკზე აღნიშნული მაჩვენებელი შეიძლება არ გაუტოლდეს ვაქცინირებულთა საერთო რაოდენობას, ვინაიდან დოზირების რეჟიმები არის განსხვავებული.

            აღსანიშნავია, რომ ყველზე სწრაფად ვაქცინაციის პროცესი მსოფლიოში მიმდინარეობს ისრაელში, სადაც ყოველ 100 მოსახლეზე თითქმის 27 ვაქცინა იქნა მიწოდებული. ასევე მაღალი მაჩვენებელია დაფიქსირებული ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში როგორიცაა: არაბთა გაერთიანებული საამიროები (19) და ბაჰრეინი (8). ევროპაში, სადაც 33 ქვეყანაშია გაცემული ვაქცინის დოზები, ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აქვთ ქვეყნებს: გაერთიანებული სამეფოს (5.9), დანიას (2.9) და მალტას (2.2).