11:24 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

კვირის გრაფიკი

25 იან 2021

რამდენი სტუდენტი სწავლობს საზღვარგარეთ?

უცხოეთში მყოფი ქართველი სტუდენტების წილი სტუდენტების მთლიან რაოდენობასთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში. მსოფლიო ბანკის მონაცემებით 2013 წელს ქართველი სტუდენტების საერთო რაოდენობის 8.8% უცხოეთში სწავლობდა, რაც 5-ჯერ და 1.7-ჯერ აღემატება შესაბამისად მსოფლიოს და ევროპის საშუალო მაჩვენებლებს.
 
აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირებულია ქვეყნებში: ბუტანში (40.5%), ბრუნეისა (38.3%) და კაბო ვერდეში (35.4%). ყველაზე დაბალი მაჩვენებელი არის აშშ-ში (0.3%), რაც გასაგებია ვინაიდან აშშ უცხოელი სტუდენტების მთავარი დანიშნულების ადგილია. 2020 წლის მონაცემებით აშშ-ში ყველაზე მეტი უნივერსიტეტი (4298) ფუნქციონირებს, სადაც 1 მილიონზე მეტი უცხოელი სტუდენტი სწავლობდა.
 
არსებული მონაცემები 2013 წლისაა, ვინაიდან უფრო ახალი მონაცემები ქვეყნების მიხედვით არ არის ხელმისწავდომი. სავარაუდოდ დღევანდელი მდგომარეობით საზღვარგარეთ მყოფი სტუდენტების რაოდენობა უფრო მეტია ვიდრე 2013 წელს.