კვირის გრაფიკი
ბედნიერების დონე მსოფლიოს ქვეყნებსა და საქართველოში
ბედნიერების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 117-ე ადგილზეა. მსოფლიო ბედნიერების ანგარიშის მონაცემებით, საქართველოს ბედნიერების ინდექსი 4.673-ია, რაც ევროპის საშუალო მაჩვენებელს (6.395) 36.9%-ით ჩამორჩება.
ბედნიერების ინდექსი გამოითვლება კონკრეტული მაკროეკონომიკური მონაცემების და მოსახლეობის გამოკითხვის გამოყენებით, რომლებიც ეხება შემდეგ თემებს: მშპ ერთ სულ მოსახლეზე, სოციალური მხარდაჭერა, სიცოცხლის ხანგრძლივობა, საკუთარი არჩევანის გაკეთების თავისუფლება, ქვეყნის მოსახლეობის კეთილშობილობა, მთავრობის/ბიზნესის კორუფციისადმი აღქმა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ხუთეულში მოხვედრილი თითოეული ქვეყანა ევროპის რეგიონს ეკუთვნის: ფინეთი (7.809), დანია (7.646), შვეიცარია (7.56), ისლანდია (7.504) და ნორვეგია (7.488), ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებლები დაფიქსირებულია: ავღანეთში (2.567), სამხრეთ სუდანში (2.817), ზიმბაბვეში (3.299), რუანდასა (3.312) და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში (3.476).