06:09 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად

კვირის გრაფიკი

2 აგვ 2021

ფინანსური სისტემების განვითარების დონე მსოფლიოსა და საქართველოში

ფინანსური განვითარების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 77-ე ადგილზეა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოში აღნიშნული ინდექსი შეადგენს 0.30-ს, რაც მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს 7%-ით ჩამორჩება, ხოლო ევროპის საშუალო მაჩვენებელს კი - 68%-ით.
 
ფინანსური განვითარების ინდექსი ზომავს თუ რამდენად არის განვითარებული ქვეყანაში საფინანსური ინსტიტუტები და საფინანსო ბაზრები. ინდექსი აანალიზებს იმ ფაქტორებს, რომლებიც ხელს უწყობენ ფინანსური სისტემების განვითარებას. ინდექსი წარმოადგენს ფინანსური ინსტიტუტების და ფინანსური ბაზრების განვითარების კრებსით მაჩვენებელს, კერძოდ, მათ სიღრმეს (მოცულობა და ლიკვიდურობა), ხელმისაწვდომობა (კომპანიებისა და ინდივიდების წვდომა ფინანსურ მომსახურეობებზე) და ეფექტურობა (ინსტიტუტების უნარი უზრუნველყონ ფინანსური სერვისები დაბალ ფასად).
 
აღსანიშნავია, აღნიშნული ინდექსით მსოფლიოში ყველაზე განვითარებული ფინანსური სისტემა აქვთ შვეიცარიას (0.9127), აშშ-ს (0.9020), იაპონიას (0.9007), გაერთიანებულ სამეფოს (0.8983) და კანადას (0.8758). ყველაზე განუვითარებელი საფინანსო სისტემა აქვთ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში (0.04), კომოროსში (0.047), სამხრეთ სუდანში (0.0479), კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა (0.0502) და მიკრონეზიაში (0.0525).