კვირის გრაფიკი
ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე
საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000 მოსახლეზე 281-ია, რაც მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს აღემატება 26%-ით და ევროპის საშუალო მაჩვენებელს 67%-ით ჩამორჩება.
როგორც გრაფიკზე არის ნაჩვენები, არსებობს დამოკიდებულება ავტომობილების რაოდენობასა და მშპ ერთ სულ მოსახლეს შორის, რომელიც ემსგავსება S ფორმის მრუდს. ავტომობილის რაოდენობა 1000 მოსახლეზე ნელ-ნელა იზრდება მშპ-ს ყველაზე დაბალ მაჩვენებლებზე, შემდეგ კი უფრო მაღალი ტემპით იზრდება მშპ-ს მაჩვენებლების ზრდასთან ერთად. შესაბამისად, რაც უფრო მაღალია ავტომობილების რაოდენობა 1000 მოსახლეზე მით უფრო დიდია მშპ ერთ სულ მოსახლეზე.
აღსანიშნავია, რომ ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე ლიდერობენ: სან მარინო (1263), ახალი ზელანდია (837) და ისლანდია (824). ყველაზე დაბალი მაჩვენებლები შეინიშნება: სან-ტომე და პრინსიპში (2), სომალსა (3) და სოლომონის კუნძულებში (3).