04:05 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი ლაშა ტალახაძე გახდა
საღამოს საკითხავი

სიახლეები

პარლამენტმა სკოლებში ,,დედაენის” დაბრუნების მიზნით მომზადებული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
 
დღეს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა პარლამენტის წევრების, ზაზა გაბუნიასა და მარიამ ჯაშის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, ჩართოს "დედაენა” სასწავლო პროცესში, როგორც ქართული საანბანე სახელმძღვანელო.
 
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ექსპერტთა საბჭოსთან ერთად, იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდით მოამზადებს და დაბეჭდავს მას სასწავლო პროცესისთვის.
 
როგორც განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა აღნიშნა, ჯერ კიდევ თავად იაკობ გოგებაშვილი მიიჩნევდა, რომ "დედაენის" გათანამედროვების პროცესი დაუსრულებლად უნდა გაგრძელდეს და მან უნდა უპასუხოს თანამედროვე განათლების სისტემის გამოწვევებს.
 
ინიციატივის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ "დედაენის”, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად, საჭიროა მისი კვლევის პოპულარიზაცია და ადაპტირება საერთაშორისო კონვენციების სტანდარტების შესაბამისად.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.