03:13 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ოქტომბერში ეკონომიკური ზრდა 1.3%-მდე შემცირდა
დღგ-ს გადამხდელთა ბრუნვა ოქტომბერში ₾4.949 მილიარდი იყო

სიახლეები

BBCNews -ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) გადაწყვეტილების შემდეგ, რომ შეამცირონ ნავთობის მოპოვება, ნავთობი გაძვირდა.

ლონდონის ბირჟა ICE-ზე, Brent-ის მარკის ნავთობის იანვრის ფიუჩერსების ფასი 9%-ით,  ბარელზე $50,47-მდე გაიზარდა.

ამერიკული WTI-იც გაძვირდა - 8,3%-ით, ბარელზე თითქმის $49-მდე.

ასევე გაიზარდა ნავთობმომპოვებელი კომპანიების აქციების ფასი, კერძოდ ბრიტანული BP-ის, ფრანგული Total-ის და სხვების.

OPEC -ის წევრები გუშინ ვენაში შეთანხმდნენ, რომ ნავთობის მოპოვებას დღე-ღამეში 1.2 მლნ ბარელით შეამცირებენ. ახლა ორგანიზაციის წევრი ქვეყნები დღიურად 33.6 მლნ ბარელ ნავთობს მოიპოვებენ და გადაწყვეტილების შედეგად მოპოვება 4.5%-ით შემცირდება. მსოფლიოში კი ნავთობის მოპოვება 1%-ით შემცირდება.

გარიგებას ასევე შეუერთდა რუსეთი, რომელმაც განაცხადა, რომ მოპოვებას დღე-ღამეში 300 ათასი ბარელით შემცირებს. ნოემბერში ქვეყანა დღე-ღამეში რუსეთი 11.25 მლნ ბარელს მოიპოვებდა.

ამერიკულ ბანკში, Goldman Sachs-ში მიაჩნიათ, რომ მოპოვების შემცირებას მხოლოდ ხანმოკლე გავლენა ექნება ნავთობის ბაზარზე. მალე ამის კომპენსირება აშშ-ში და სხვა ქვეყნებში ნავთობის მოპოვებით მოხდება.

ამერიკული ბანკის პროგნოზთ, იმ შემთხვევაშიც თუ OPEC -ის წევრები შეთანხმებას შეასრულებენ, 2017 წლის პირველ ნახევარში Brent-ის ფასი $62,5-მდე გაიზრდება, ხოლო WTI-ის - $61-მდე.


მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

გენდერული თანასწორობა საქართველოში

3 აგვ 2020კვირის გრაფიკი

       ევროპულ ქვეყნებს შორის გენდერული უთანასწორობა შრომის ბაზარზე საქართველოში ყველაზე მაღალია. ევროსტატის და საქსტატის მონაცემებით საქართველოში ქალის საშუალო თვიური ხელფასი...

სოციალური უთანასწორობა ევროპაში

27 ივლ 2020კვირის გრაფიკი

      შემოსავლების გადანაწილების უთანასწორობა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალია ევროპაში. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველო ჯინის ინდექსი 36.4%-ია, რაც ევროპაში მეხუთე ყველაზე...

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ევროპაში

20 ივლ 2020კვირის გრაფიკი

               საქართველოში ატმოსფეროშ ნახშირორჟანგის გამოყოფა ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით ნაკლებია ვიდრე დანარჩენ ევროპაშ. OurWorldinData-ს მონაცემების მიხედვით საქართველოში...