18:39 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
Pfizer მედიკამენტის 26-ჯერ გაძვირების გამო დააჯარიმეს
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დედოლარიზაციის ათპუნქტიანი გეგმა გამოაქვეყნა

სიახლეები

მართლა გაუქმდება თუ არა Facebook შაბათ-კვირას?-  სიმართლე თუ დეზინფორმაცია

დღეს ინტერნერ სივრცეში უამრავმა რეიტინგულმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარკ ცუკენბერგი აპირებს facebook-ის შაბათ-კვირას გაუქმებას. ინფორმაციის წყაროდ მითითებული იყო “BLEF-TV”.

ინფორმაცია ვირუსულად გავრცელდა და განსაკუთრებული მღელვარება გამოიწვია ბიზნეს სექტორში, რადგან, ბუნებრივია, FACEBOOK-ის გაუქმება მას (ბიზნეს სექტორს) მნიშვნელოვან მარკეტინგულ ზიანს მიაყენებდა.

AGORA.GE, როგორც თქვენი სანდო საინფორმაციო პარტნიორი, გატყობინებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია facebook-ის შაბათ-კვირას გაუქმებასთან დაკავშირებით არ შეესაბამება სიმართლეს და არის სრული დეზინფორმაცია. ასევე, დავამატებთ, რომ არ არსებობს არანაირი “BLEF-TV” და ესეც ამ ცრუ-ნიუსის ავტორის ფანტაზიის ნაყოფია.

AGORA.GE დაუკავშირდა სააგენტოს, რომელმაც პირველად გაავრცელა ეს ინფორმაცია. როგორც გაირკვა, საქმე ჭორთან გვაქვს, რომელიც რეიტინგის მოსაპოვებლად გავრცელდა.

სამწუხაროა, რომ უამრავი რეიტინგული სააგენტო გახდა მსხვერპლი ამ ინსინუაციების და მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანა.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • ოქტომბერში კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 772.2 მლნ. ლარით გაიზარდა
  •  დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი შემცირდა 
  • 2017 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივებმა 33.5 მლრდ ლარი შეადგინა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 13 - 19 ნოემბერი, 2017

• იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 29,4%-ით გაიზარდა, იმპორტი 7,8%-ით. • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 20%-ით გაიზარდა. • 2016 წელს ეკონომიკა 2.8%-ით გაიზარდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (13 - 18 ნოემბერი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 1.74%-ით, ხოლო ევროსთან 2.85%-ით.  მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.