18:40 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
12 იანვრის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ცნობილია
ყურადღება! ქართული მხარე "გაზპრომის" შეთავაზებას დათანხმდა

სიახლეები

მსოფლიო ბანკი მიმდინარე წელს საქართველოში 5,2%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს

 

მსოფლიო ბანკი მიმდინარე წელს საქართველოში 5,2%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, რაც ივლისის პროგნოზთან შედარებით, 0,7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 

 

მომდევნო წელს, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 5,3%-ით გაიზრდება, ხოლო 2019 წელს კი 5%-ით.  

 

რაც შეეხება 2016 წელს, - მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 3,4%-ს შეადგენს.  მსოფლიო ბანკი რეგიონში 2017-2019 წლებში, 2,7%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.  რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს, მიმდინარე წელს მსოფლიო ბანკი აზერბაიჯანში 1,2%-იან ზრდას ელოდება, რუსეთში 1,5%-იანს, თურქეთში 3%-იანი ეკონომიკური ზრდაა პროგნოზირებული, ხოლო უკრაინაში კი 2%-იანი.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • ოქტომბერში კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 772.2 მლნ. ლარით გაიზარდა
  •  დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი შემცირდა 
  • 2017 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივებმა 33.5 მლრდ ლარი შეადგინა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 13 - 19 ნოემბერი, 2017

• იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 29,4%-ით გაიზარდა, იმპორტი 7,8%-ით. • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 20%-ით გაიზარდა. • 2016 წელს ეკონომიკა 2.8%-ით გაიზარდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (13 - 18 ნოემბერი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 1.74%-ით, ხოლო ევროსთან 2.85%-ით.  მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.