13:50 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
19 იანვრის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი
„გალარების პროგრამა შეიცავს კანონსაწინააღმდეგო პუნქტებს" – რომან გოცირიძე

სიახლეები

უძრავი ქონების რეგისტრაცია გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილია

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 18.3%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 647 117 ერთეული შეადგინა. 2016 წელი 2012-2015 წლებთან შედარებით ცალსახა ზრდით გამოირჩევა: 2012 წელთან (495 128 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 30.7%-ით, 2013 წელთან (482 475 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 34.1%-ით, 2014 წელთან (519 763 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 24.5%-ით, 2015 წელთან (546 830 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 18.3%-ით.

 

წინა წელთან შედარებით უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 43.5%-ით, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 12.5%-ით გაიზარდა.

 

რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა წელთან შედარებით გაიზარდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: 2016 წელს განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 77.1%-ს მეორადი, ხოლო 22.9%-ს - პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენს (2015 წელს კი, შესაბამისად, 81.1% და 18.9%).

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე

9 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...

ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო

6 აგვ 2021კვირის გრაფიკი

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...

ფინანსური სისტემების განვითარების დონე მსოფლიოსა და საქართველოში

2 აგვ 2021კვირის გრაფიკი

ფინანსური განვითარების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 77-ე ადგილზეა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოში აღნიშნული ინდექსი შეადგენს 0.30-ს, რაც მსოფლიოს საშუალო...