სიახლეები
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა“ კრედიტორების მიერ დასაკუთრებული უძრავი ქონების შესახებ არსებული მონაცემები მიმოიხილა.
როგორც კვლევამ აჩვენა, იპოთეკით უზრუნველყოფილი რეალიზებული უძრავი ქონება 2016 წელს წინა წელთან შედარებით 359-ით (25.5%) გაიზარდა და 1,769 შეადგინა. დასაკუთრებული უძრავი ქონების ყველაზე დიდი წილი 55% ფიზიკურ პირებზე, ე.წ. „მევახშეებზე“ მოდის, შედარებით მცირეა ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წილი, შესაბამისად 26% და 19%.
კერძო მევახშეების სექტორი საქართველოში ლეგიტიმურია, მაგრამ ფაქტობრივად დაურეგულირებელი. პრობლემის აღმოსაფხვრელად სასურველია აღნიშნული სესხების ერთიან ბაზაში მოქცევა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, რაც გაზრდის კონკურენციას სეგმენტში და გამოიწვევს მსესხებლის პირობების გაუმჯობესებას. უნდა გავითვალისწინოთ, რომ კერძო პირებისაგან მსესხებლები ძირითადად მცირე ბიზნესი და საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობაა. კერძო მევახშეების მხრიდან საზოგადოება სერიოზულად ზარალდება. შესაბამისად, სასურველია ამ სეგმენტის წილის რაც შეიძლება მინიმუმადე დაყვანა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ჩამორთმეული ქონების ოდენობის შემცირებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
კვლევის შედეგად გამოკვეთილი პრობლემების მოსაგვარებლად არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია:
საზოგადოებაში ფინანსური განათლების დონის ამაღლება
სესხის რესტრუქტურიზაციის პირობების გაუმჯობესება
მევახშეების, როგორც ეკონომიკის ჩრდილოვანი სეგმენტის ანალიზი და არსებული პრობლემების იდენტიფიცირება
დაბალშემოსავლიან მოსახლეობაზე იპოთეკით უზრუნველყოფილი არამიზნობრივი/სამომხმარებლო სესხების რეგულირება
აქტივების მართვის კომპანიების შესწავლა, რომლებიც პრობლემური სესხების მართვაში და უძრავი ქონების რეალიზებაში მონაწილეობენ
2011 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მიერ სულ რეალიზებულია 11 796 უძრავი ქონება.
გაეცანით კვლევას მიმაგრებულ ფაილში.
მსგავსი სიახლეები

16 აპრ 2018უძრავი ქონება
2017 წელს საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაყიდი ფასების ინდექსი შემცირების ტენდეციით ხასიათდებოდა

5 ოქტ 2017უძრავი ქონება
რა უნდა გავითვალისწინოთ, თუ ბინის იპოთეკური სესხით შეძენა გვინდა?

18 აგვ 2017უძრავი ქონება
მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის კომპანია ციხისძირში 100-ნომრიან სასტუმროს ააშენებს
კვირის გრაფიკი
ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე
9 აგვ 2021კვირის გრაფიკი
საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...
ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო
6 აგვ 2021კვირის გრაფიკი
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...
ფინანსური სისტემების განვითარების დონე მსოფლიოსა და საქართველოში
2 აგვ 2021კვირის გრაფიკი
ფინანსური განვითარების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 77-ე ადგილზეა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოში აღნიშნული ინდექსი შეადგენს 0.30-ს, რაც მსოფლიოს საშუალო...