07:45 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
7 მარტის ბიზნეს-ჰოროსკოპი
მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის ახალი ეტაპი აპრილიდან დაიწყება

სიახლეები

როდის ამოქმედდება დეპოზიტების დაზღვევის სისტემა?

 

საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც დეპოზიტების დაზღვევის სისტემა დღემდე არ მოქმედებს.

 

თუმცა, შესაბამის ინიციატივაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და დიდი შანსია 2018 წლიდან დაზღვევის სისტემა ამუშავდეს.

 

პარლამენტს უახლოეს პერიოდში განსახილველად გადაეცემა მთავრობის მიერ დამტკიცებული დაზღვევის სტრატეგია.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ დეპოზიტების დაზღვევის სავალდებულო წესის ამოქმედება  ასოცირების ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.

 

 

ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ცუცქირიძის განცხადებით:

 

„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შექმნა ევროპულ და ამერიკულ გამოცდილებაში დაკავშირებულია საბანკო კრიზისთან. ჩვენ თუ ვნახავთ ამ მხრივ საქართველოს ისტორიის ბოლო 15 წლის გამოცდილებას, აღმოჩნდება, რომ მსგავსი კრიზისები არ ყოფილა.

 

მეორე მხრივ, ბანკების ქართული ბაზრიდან გასვლა სრულიად უმტკივნეულო გახდა. ისინი, ძირითადად, გაერთიანდნენ სხვა მსხვილ ბანკებთან და ამით კიდევ უფრო დაცული გახდა დეპოზიტარების ინტერესები.

 

ჩვენთან არ ყოფილა სისტემფორმირებადი ბანკების ჩამოშლისა და კრიზისის შემთხვევები.

 

მეორე საკითხი არის ის, თუ რა რაოდენობის თანხა დაიზღვევა დეპოზიტებზე. ეს არის 5 ათას ლარამდე ფინანსური რესურსი. ეს არ არის დიდი თანხა, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ადამიანების, დაახლოებით 90%–მდე დეპოზიტებზე თანხა 5 ათას ლარამდე აქვს“.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების დინამიკა

5 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            2020 წლის მარტის შემდგომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა საგრძნობი კლება განიცადა. თუ წლის პირველ სამ თვეში საგადასახადო შემოსავლების წლიური ზრდის ტემპი...

პოპულარული

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

21 სექტემბერი, 2020კვირის გრაფიკი

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი