16:12 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
2016 წელს უძრავი ქონების ბაზარი 20.2%-ით გაიზარდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ახალი კურსი: ,,ფინანსური პროგრამირება და პოლიტიკა’’

სიახლეები

საქართველო გადაშენების პირას მყოფი ქვეყნების სიაში შეიყვანეს

 

 

სააგენტო countrymeters-ის ინფორმაციით, რომელიც სამყაროს დემოგრაფიულ სტატისტიკას და სხვა მსგავს მონაცემებს სწავლობს, საქართველოს მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა.  

 

ერის მთლიანი პუპულაცია 3 912 526  ადამიანია (1991 წელს იგივე მონაცემი 5.4 მილიონს შეადგენდა), აქედან 47.1%  - კაცი და 52.9%  - ქალი.

 

მიუხედავად ბოლო ხანებში დაბადება-გარდაცვალების მცირედ პოზიტიური ბალანსისა, ქვეყნის მოსახლეობა სწრაფი ტემპით მცირდება, რადგან ემიგრაციის კოეფიციენტი ყველა სხვა მონაცემს ერთი-ორად აჭარბებს.

 

მაგალითისთვის, ამ წელიწადში უკვე 9256 ადამიანია საქართველოდან ემიგრირებული.

 

ქვეყნის მოსახლეობის 85.5 % 15 წელზე უფრო დიდი ასაკისაა, აქედან 16% 64 წელზე მეტისაა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში ასაკოვანი ადამიანების რიცხვი ახალგაზრდების რიცხვს აჭარბებს, ანუ „საქართველოს ასაკობრივი დიაგრამა, რეგრესული, მომაკვდავი ხასიათისაა“.  

 

გთავაზობთ საქართველოში მოსახლეობის კლების პროცენტულ სტატისტიკას, რომლის შენარჩუნების შემთხვევაშიც 30 წელიწადში ქვეყანა საერთოდ უნდა გადაშენდეს:

 
 

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ექსპორტი ევროკავშირში 17.1%-ით გაიზარდა, დსთ-ში 59,6%-ით
  • ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 13,3%-ით გაიზარდა
  • საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა  და ჰანიველ პარტნერსმა ჰაიდელბერგცემენტ  საქართველოს საკონტროლო წილის 50% შეისყიდა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 13 - 19 ნოემბერი, 2017

• იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 29,4%-ით გაიზარდა, იმპორტი 7,8%-ით. • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 20%-ით გაიზარდა. • 2016 წელს ეკონომიკა 2.8%-ით გაიზარდა.

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა (6 -11 ნოემბერი, 2017)

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 2.31%-ით, ხოლო ევროსთან 2.87%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.