03:56 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
გიორგი გახარია უზბეკეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს შეხვდა
საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსური განათლების სტრატეგიის მართვის კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა

სიახლეები

საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე ახალი კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" შემოდის

 

ევროპასთან უვიზო მიმოსვლასთან ერთად საქართველოს ეკონომიკითა და ქართული სადაზღვევო ბაზრით საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფი GBG (Global Benefits Group) დაინტერესდა. გამოცდილ ქართველ ექსპერტებთან და უმსხვილეს ქართულ კომპანია "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან" (GIG) ერთად დააფუძნა ახალი კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" (Global Benefits Georgia). 

 

"იმ სარგებლით ე.წ "ბენეფიტებით", რაც აქამდე დანარჩენი მსოფლიოსთვის იყო ხელმისაწვდომი, ახლა უკვე საქართველოს მოქალაქეებიც ისარგებლებენ. "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას" მომხმარებელს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სადაზღვევო მომსახურებას შესთავაზებს. 

 

დღეიდან, საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს პასპორტით, უპრობლემოდ შეეძლებათ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში მოგზაურობა. მათ მოგზაურობას ბევრად კომფორტულს და უსაფრთხოს გახდის "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას" სადაზღვევო ბარათი. ბარათი საზღვრებს გარეშე, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მუშაობს. უფრო მეტიც, "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას" რისკების მართვის მენეჯერები 24 საათის განმავლობაში, ნებისმიერ ქვეყანაში, მზად არიან ადგილზე გაგიწიონ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ თქვენი უპრობლემო მომსახურება მსოფლიოს წამყვან კლინიკებში. 

 

"Global Benefits Group" მთელს მსოფლიოში ცნობილია სწორედ იმით, რომ ის სთავაზობს ყველაზე სრულყოფილ სერვისს საზღვრების გარეშე. მისი კლიენტები არიან მსხვილი კორპორაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო სტუდენტები, გავლენიანი ფინანსური წრეების წარმომადგენლები. 

 

ქართული სადაზღვევო სისტემის უპირატესობასა და მისი განვითარების მაღალ პოტენციალზე მიუთითებს ისიც, რომ GBG-მ რეგიონალური ჰაბის დაფუძნება საქართველოში გადაწყვიტა და თბილისიდან გაუწევს ოპერირებას ყაზახეთის, უკრაინის, ბელორუსიისა და სომხეთის სადაზღვევო ბაზრებს. 

 

"გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას" სტრატეგიაა ახალისტანდარტების დანერგვა და ქართულ სადაზღვევო ბაზარზე ახალი შესაძლებლობების შექმნა, როგორც ბიზნესისთვის, ისე მთლიანად ქართული ეკონომიკისთვის. 

 

"გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას" თანამედროვე და განსხვავებული მიდგომები აქვს ბიზნესის რისკების დაზღვევასთან დაკავშირებით. ის ახალ სტანდარტებზე, ანალიზსა და ბიზნესის კონკრეტულ სფეროებზე მორგებულ სადაზღვევო პაკეტებს შესთავაზებს ქართულ და უცხოელ კომპანიებსა და ინვესტორებს. მსოფლიო დონის დარგობრივი ექსპერტები მათ სწორედ საქართველოში გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებასა და გაუწევენ კვალიფიციურ კონსულტაციებს. რისკების სწორად მართვით შესაძლებელია მათი თავიდან აცილება და წარმატების ახალ საფეხურზე ასვლა - ეს კომპანიის ოპერირების ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, რომლითაც „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ ხელმძღვანელობს მომხმარებელთან მიმართებაში. 

 

"გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას" ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებელია "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" (GIG), რომელიც 20 წლიანი გამოცდილების მქონე უდიდესი ინდუსტრიული ჰოლდინგია საქართველოში. კომპანია მსხვილი დამსაქმებელია 3000-ზე მეტი თანამშრომლით და მისი კომბინირებული წლიური ბრუნვა ნახევარ მილიარდ ლარს აჭარბებს. GIG ფლობს დივერსიფიცირებულ ბიზნეს პორტფელს. მზარდი და მაღალი ეფექტიანობის მისაღწევად, GIG მუდმივად ცდილობს ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვან, ეკონომიკურად გამართლებულ და მაღალი პროდუქტიულობის მქონე პროექტებში ინვესტიციების განხორციელებას. 

 

“გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ არის 36 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფის - “Global Benefits Group”-ის (GBG) წევრი. GBG წამყვანი გლობალური ბრენდი სიცოცხლის დაზღვევისა და ჯანმრთელობის მიმართულებით, რომელსაც წარმომადგენლობითი ოფისები აქვს მსოფლიოს 120 ქვეყანაში და ვაჭრობს ლონდონის საფონდო ბირჟაზე",- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონ მოსახლეზე მსოფლიოში

30 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       კორონავირუსის შემთხვევებით ერთ მილიონ მოსახლეზე საქართველო მსოფლიოში ამ ეტაპისთვის 21-ე ადგილზეა. Worldometers-ის მონაცემებით საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენს 33,208-ს, რაც...

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...