13:21 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
"ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია AGORA-ს მიერ შექმნილი ვალუტის საბაზრო კურსის სისტემა."
საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე ახალი კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" შემოდის

სიახლეები

გიორგი გახარია უზბეკეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს შეხვდა

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დღეს უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ოლი მაჟლისის (პარლამენტი) სენატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სოდიკ საფაევი ხელმძღვანელობს. უზბეკეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი ასევე უზბეკეთის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველია საგარეო ურთიერთობების საკითხებში. 

 

უზბეკეთის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან  ეკონომიკის მინისტრის მოადგილე შურხატ ისმაილოვი, სს „უზბეკეთის რკინიგზის“ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე  დავრონ დეჰკანოვი, ასევე უზბეკეთის საგარეო საქმეთა და საგარეო ეკონომიკური კავშირების სამინისტროების წარმომადგენლები.

 

საქართველო-უზბეკეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ტრანსპორტის სფერო და ტვირთების ტრანზიტი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს გავლით ტრანზიტის მოცულობის გაზრდას და ერთობლივი პროექტების ინიცირებას. უზბეკეთის მხარე დაინტერესებულია საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური შესაძლებლობებით, თანამშრომლობა განიხილება არამხოლოდ ორმხრივ, არამედ რეგიონალურ და მრავალმხრივ ფორმატში.  

 

შეხვედრაზე  ასევე განიხილეს  სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები ტურიზმის, კავშირგაბმულობის, საგარეო ვაჭრობის და სხვა სფეროებში. დაისახა ახალი პროექტების გეგმები და  კონკრეტული საკითხები, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და განვითარებას.

 

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, საექსპორტო შესაძლებლობების გაზრდაზე, პროდუქციის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით გადაადგილების ხელშეწყობის და ორმხრივი სამართლებრივი ბაზის სრულყოფის საკითხებზე, ასევე ერთობლივი საწარმოების გახსნის პერსპექტივებზე და ა.შ.  

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

9 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            საქართველოში ოცი უმსხვილესი კომპანიის აქტივები 11.6 მილიარდ ლარს აღემატება. Forbes-ის მონაცემებით მთლიანი ოდენობის დაახლოებით 60% მოდის რვა კომპანიაზე (6.7 მილიარდი ლარი), საიდანაც...