03:58 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
სადაზღვეო კომპანიების წმინდა მოგებამ 18.86 მილიონი ლარი შეადგინა
საქართველოში შობადობა 4.5%–ით შემცირდა

სიახლეები

Bloomberg: 2016 წლის ბოლო კვარტლის ანგარიშით, სამყაროში დაახლოებით 522 000 მილიონერია

 

Bloomberg,  კომპანია New World Wealth - ის ანგარიშზე დაყრდნობით, საინტერესო სტატისტიკას აქვეყნებს:  სამყაროს დოვლათი სწრაფად იზრდება, ამ მხრივ სამაგალითოა ავსტრალია, მისი ეკონომიკა უსწრაფესი ტემპით ვითარდება. ალბათ, ჯანდაცვის კარგი სისტემის და დაბალი გადასახადების გამო. ავსტრალია სულ უფრო და უფრო მეტ ინვესტორს იზიდავს.

 

კაპიტალის შედინება-გადინების დიაგრამაზე მას 2016 წელს ამერიკა, კანადა და არაბეთის გაერთიანებული საამიროები მოსდევს - ზრდის ტენდენციით. ხოლო მშპ-ს ზრდის პროცენტით მხოლოდ კანადას და ინდოეთს ჩამორჩება, რაც 25 მილიონიანი პოპულაციისთვის გასაოცარი შედეგია. 

 

ბოლო ათწლეულში ავსტრალიის ქონება 85%-ით გაიზარდა, აშშ-ს ქონება 30%-ით, დიდი ბრიტანეთის დოვლათმა კი 28%-ით მოიმატა. დიდ ბრიტანეთს ბრექსიტის შემდეგ პრობლემები აქვს, სამაგიეროდ ავსტრალიას და სხვა ქვეყნებს მკვეთრი რეცესია არ განუცდია. დიაგრამაზე თვალსაჩინოა ზოგადი ევროპული კრიზისი.

 

 

2016 წლის ბოლო კვარტლის ანგარიშით, სამყაროში დაახლოებით 522 000 მილიონერია 10 მილიონი დოლარით ან უფრო დიდი აქტივით. დოვლათის ასეთი განაწილების პირობებში  ფინანსური სიჯანსაღის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი მთლიანი შიდა პროდუქტია ერთ სულ მოსახლეზე გადანაწილების მიხედვით, თორემ მშპ, როგორც ზოგადი მაჩვენებელი ,ხშირად მოსახლეობის მდგომარეობას არ აჩვენებს მაქსიმალურად უთანაბრო გადანაწილების გამო. მაგალითად, ასე ხდება ბაჰრეინში. 

 

ყველაზე მდიდარი მოქალაქეებით დასახლებული ქვეყნების სია კი ასე გამოიყურება: (ამ სიაში, მონაკო ისევ რჩება ფუფუნების და სიმდიდრის სიმბოლოდ)

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონ მოსახლეზე მსოფლიოში

30 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       კორონავირუსის შემთხვევებით ერთ მილიონ მოსახლეზე საქართველო მსოფლიოში ამ ეტაპისთვის 21-ე ადგილზეა. Worldometers-ის მონაცემებით საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენს 33,208-ს, რაც...

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...