00:05 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საზღვარგარეთ მდებარე უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განახორციელებს
ჰამბურგერი 10 000 დოლარად გაიყიდა

სიახლეები

"რუსული პროპაგანდის გასაბათილებლად საჭიროა საზოგადოების, ხელისუფლების და პარტნიორი ქვეყნების ერთიანი მიდგომის არსებობა" - გიორგი მარგველაშვილი

 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმში  - NGPD Forum 2017 მიიღო მონაწილეობა, რომელიც თბილისში უკვე მეორედ ტარდება.

 

ფორუმის მონაწილეებს გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია მსგავსი შეკრებების ორგანიზება ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რომლის წინაშეც დგას ისტორიული მისია - რთულ ვითარებაში გახდეს ნატო-ს წევრი ქვეყანა.

 

გიორგი მარგველაშვილმა ფორუმზე გამოსვლისას საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, დიპლომატიურ პროცესებში სახალხო დიპლომატიის როლზე და რუსეთ - საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა.

 

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რეგიონში უსაფრთხოების გარემოს რეალურ შესუსტებას იწვევს ჰიბრიდული ომი, კიბერდაპირისპირებები, რუსეთის მიერ საზოგადოებაზე აგიტაციის მეშვეობით გავლენის სერიოზული მცდელობა.

 

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ თვალსაზრისით  გადამწყვეტია საზოგადოების და ხელისუფლების ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება, ერთიანი მიდგომა, ერთიანი მესიჯის არსებობა.

 

პრეზიდენტის განცხადებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ - ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში საჭიროა, ერთიანი მესიჯი, რომელიც გააბათილებდა იმ პროპაგანდისტულ კამპანიას, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია, როგორც საქართველოს, ასევე სხვა, ახალი დემოკრატიების მიმართ, როგორც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, ასევე ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით.

 

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ბოლო პერიოდში, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებით მდგრადი და ერთიანი პოზიცია აჩვენეს ქართულმა საზოგადოებამ, არასამთავრობო სექტორმა და პოლიტიკურმა პარტიებმა, თუმცა, რეალურად, ამ მიმართულებით მუშაობა მუდმივად გასაღრმავებელი და გასაძლიერებელია.

 

გიორგი მარგველაშვილმა ფორუმის მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხა, რომელიც ნატო-ში და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს გაწევრიანების მიმართ სკეპტიციზმის გამკლავების გზებს, რუსულ პროპაგანდას და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პრობლემებს შეეხებოდა.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და მდივნის მოადგილე ივანე მაჭავარიანი.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ბანკომატების რაოდენობა - საერთაშორისო შედარება

11 ნოე 2019კვირის გრაფიკი

  ბანკომატების რაოდენობა საქართველოში მსგავსი განვითარების ქვეყნებთან შედარებით მაღალია. მსოფლიო ბანკის გლობალური ფინანსური განვითარების მონაცემებით ბანკომატების რაოდენობა...

განათლების ხარჯების ეფექტიანობა საქართველოში

4 ნოე 2019კვირის გრაფიკი

საქართველოში განათლებაზე გაწეული სახელმწიფო ხარჯები სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალ-ეფექტიანია. საქართველოს მთავრობა განათლებაზე მშპ-ს 3.8%-ს ხარჯავს, დაახლოებით იმდენივეს რამდენსაც...

ბიზნესის კეთების სიმარტივის განახლებული რეიტინგები

28 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო მსოფლიოში მოწინავე ადგილზე რჩება. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით...